თავში

რა იგეგმება ქართული ჩაის რეაბილიტაციისთვის

რა იგეგმება ქართული ჩაის რეაბილიტაციისთვის
რა იგეგმება ქართული ჩაის რეაბილიტაციისთვის

"ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის მთავრობას შემდეგი ოთხი წლისთვის 2,5 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, რითაც 1 200 ჰა ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტირება მოხდება,"- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

„ტრადიციულად, ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დარგი იყო ჩაის მიმართულება, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ჩაის არსებული პლანტაციების რეაბილიტაცია. შედეგები შთამბეჭდავია, ჩვენ გავაგრძელებთ მილიონობით ლარის ინვესტიციას და 1200-ზე მეტ ჰექტარზე ახალი პლანდაციების რეაბილიტაციას მოვახდენთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო. მასში ჩართულია 39 ბენეიფიციარი. ამ ეტაპზე გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რეაბილიტირებულია 1 192 ჰექტარო ჩაის პლანტაცია. „ქართულ ჩაიში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, ჩაის სახელმწიფო პროგრამაში  გაიზარდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების ოდენობები. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს.

პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system