თავში

რა იგეგმება ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის

​რა იგეგმება ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის
რა იგეგმება ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის

"ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის პროგრამული მიმართულების წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021-2024 წლებში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. 

„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელი მასშტაბური ღონისძიებების გაგრძელება. ამისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს დახარჯავს. ეს რესურსი მიმართული მიზნობრივად და ეფექტურად. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 60-ზე მეტ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი ქართული ღვინის 20-ზე მეტი ფესტივალი ჩატარდება.

ცნობისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ.

"ეს ქართული ღვინის სექტორს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისა და ცნობადობის შექმნის კუთხით ერთი ეტაპი გავიარეთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამ პროცესში გლობალური კონკურენციაა, მთელი მსოფლიო რაღაცას აკეთებს და ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს. 2021 წლიდან ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს“, - განაცხადა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე მინისტრმა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ღვინის ექსპორტი გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებზე 21,265 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც წლის მაქსიმუმია. მაჩვენებელი 14%-ით არის გაზრდილი წინა წლის სექტემბერთან შედარებითაც.

სექტემბრის გაზრდილი ექპორტის მიუხედავად, ქართული ღვინის 9 თვის ჯამურ ექსპორტში თითქმის 6%-იანი კლებაა.

იანვარ-სექტემბერში საექსპორტო ბაზრებზე 143 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. შემცირებულია ექსპორტი ღვინის მთავარ სარეალიზაციო ბაზარებზე რუსეთში (კლება 10.5%-ია და 82.5 მლნ დოლარს შეადგენს) და ჩინეთშიც ( 9 თვის განმავლობაში 9,5 მლნ დოლარის ღვინოა გაყიდული).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system