თავში

რა იგეგმება პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისთვის

რა იგეგმება პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისთვის
რა იგეგმება პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისთვის

სულ ახლახან სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინში" დასრულდა საჯარო დებატი თემაზე „კერძო სექტორის ჩართულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესში“, რომელსაც ბიზნესკომპანიების, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” ფარგლებში, ASB საქართველოს ინიციატივით.

სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს  პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. საჯარო დებატის მსვლელობისას გაიმართება დისკუსია კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესში.

პროექტის ფარგლებში, ამ დრომდე 123600 ევროს ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაეწია 142 ბენეფიციარს. ბიზნესში დასაქმებულ და თვითდასაქმებულ ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 151 ადამიანს. ასევე, დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო საქართველოს მასშტაბით, სადაც დასაქმებულია 16 კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი.

პროექტი „განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან CHCA და CSRDG ერთად.

როგორც დებატში მონაწილეებმა აღნიშნეს, ადამიანების საზოგადოებაში რეინტეგრაციას სჭირდება სისტემური მიდგომა და რომ ეს არა მხოლოდ მათი, არამედ მთლიანად საზოგადოების ინტერესებშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system