თავში

რა იგეგმება საქართველოში ზეთისხილის წარმოების გასაზრდელად

რა იგეგმება საქართველოში ზეთისხილის წარმოების გასაზრდელად
რა იგეგმება საქართველოში ზეთისხილის წარმოების გასაზრდელად

დღეს ზეთისხილის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით დღეს გაიმართა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარი „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზეთისხილის კულტურის წარმოების და ექსპორტის პოტენციალზე და ყურადღება სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დარგის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ქვეყნაში არსებული ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალ წელს, 100 ჰა მიწის ფართობზე იგეგმება ახალი ნარგაობების გაშენება და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ქვეყანაში ზეთისხილის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სხდომის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის და მისგან წარმოებული პროდუქციის სასარგებლო თვისებების გარდა, აღნიშნული კულტურის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამორჩეულ მახასიათებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზეთისხილს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის ხელშეწყობის და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური თვისება აქვს.

საბჭოს სხდომაზე, პროდუქციის წარმოებაში პანდემიის გავლენები, ხარისხის სტანდარტის მახასიათებლები, სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიცირების, წარმოებაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საბჭოს სხდომას, ზეთისხილისსაერთაშორისოსაბჭოს თავმჯდომარე გიორგისვანიძე ესწრებოდა.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა და, ამავე წელს, ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2020 წლის პრეზიდენტ ქვეყანად ოფიციალურად დასახელდა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, 1959 წელს, მადრიდში დაარსდა. საბჭოს მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.

ცნობისთვის, საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად დასახელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system