თავში

რა იყიდა საქართველომ აზერბაიჯანისგან წელს

რა იყიდა საქართველომ აზერბაიჯანისგან წელს
რა იყიდა საქართველომ აზერბაიჯანისგან წელს

აზერბაიჯანული იმპორტი საქართველოში 2020 წლის პირველ ნახევარში 16.9%-ით შემცირდა.

როგორც report.ge-ს საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან ჯამში 247,381.2 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა მაშინ როცა შარშან დროის იმავე მონაკვეთში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი ფულად გამოსახულებაში 297,659.0 დოლარს უტოლდებოდა.

ყველაზე დიდი რაოდენობით წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები. მისი ექსპორტის მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 19.4%-ითაა შემცირებული, თუმცა საერთო მოცულობით ის მაინც საიმპორტო უმსხვილეს პროდუქტთა ნუსხაში ლიდერ პოზიციაზეა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში შემოვიდა 133,067.8 ათასი დოლარის 934,956.9 ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი შარშან დროის იმავე მონაკვეთში რაოდენობრივად 985,624.0 ტონა იყო, ხოლო ფულად გამოსახულებაში 165,026.7 ათას დოლარს უტოლდებოდა.

შარშანდელთან შედარებით 54.3%-ით არის შემცირებული აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში, თუმცა ის უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტთა ჩამონათვალში იმპორტის საერთო მოცულობით მეორე ადგილს იჭერს. წელს საქართველოში აზერბაიჯანელმა ნავთობიმპორტიორებმა შემოიტანეს 24,559.8 ათასი დოლარის 89,404.8 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი მაშინ, როცა შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა 53,7070.7 ათასი დოლარის ღირებულების 97,245.7 ტონა პროდუქტი.

18.9%-ითაა შემცირებული საქართველოში ელექტროენერგიის აზერბაიჯანული იმპორტი. თუ შარშან საქართველომ მეზობელი აზერბაიჯანისგან წლის პირველ ნახევარში 26,711.4 ათასი დოლარის ელექტროენერგია შეიძინა, წელს პირველ ექვს თვეში იყიდა 21,661.8 დოლარის ელექტროენერგია.

იმპორტის მაჩვენებლით უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იჭერს საბეჭდი და გამომთვლელი მანქანების ნაწილები, რომელთა შესაძენად საქართველომ აზერბაიჯანს გადაუხადა 11,195.1 ათასიო დოლარი ეს მაშინ, როცა შარშან წლის პირველ ნახევარში ამ პროდუქტის იმპორტი საერთოდ არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების 5-ეულის ბოლო, მეხუთე ადგილს, ამ პოზიციაზეა ცემენტი, რომლის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოში შემცირებულია 37.8 %-ით. შარშან იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოში 10,632.7 ათასი დოლარის ღირებულების 189,758.6 ტონა ცემენტი იყო ექსპორტირებული, წელს კი ეს მაჩვენებელი 131,003.6 ტონამდეა შემცირებული, რაც ფულად გამოსახულებაში გაუტოლდა 6,614.6 ათას დოლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system