თავში

რა ისწავლეს ქართველმა ფერმერებმა გასულ წელს უცხოელი სპეციალისტებისგან

რა ისწავლეს ქართველმა ფერმერებმა გასულ წელს უცხოელი სპეციალისტებისგან
რა ისწავლეს ქართველმა ფერმერებმა გასულ წელს უცხოელი სპეციალისტებისგან

ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით ქართველმა ფერმერებმა წარმოება და შემოსავალები გაზარდეს

როგორც report.ge-ს საქართველოშ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, 2020 წელს, საქართველოში, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში.

FAO-ს სატრენინგო პროგრამა მთელი 2020 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სასოფლო-სამეურნეო სეზონის დასრულების შემდეგაც. აგრონომები ფერმერებს ეხმარებოდნენ როგორც ღია ნაკვეთების მოწყობაში, ასევე სასათბურე მეურნეობების სწორად გაშენებასა და მართვაში.

უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, წვეთოვანი სარწყავი სისტემები, ბაზოების მოწყობა და მულჩირება რამდენიმე საჩვენებელ ნაკვეთზე იქნა დანერგილი და, შედეგად, კარგი მოსავალიც მოვიდა. სადემონსტრაციო ნაკვეთები შემდეგი კულტურებისთვის მოეწო: კომბოსტო (სოფელი თამარიანი, ლაგოდეხი), სალათი (ჩადუნიანი, ლაგოდეხი), კიტრი (ოფშკვითი, წყალტუბო), მწვანე ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი (ჩიაური, ლაგოდეხი).

ცნობისთვის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების მეშვეობით, წყლის უკეთესი განაწილება და მცენარეებში სასუქის საჭირო რაოდენობის შეტანა ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

FAO-ს და ევროკავშირისს მხარდაჭერით დანერგილ კიდევ ერთ ინოვაციას ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება წარმოადგენს. ეს მეთოდი ხორბლის, ქერის, სიმინდის და სხვა კულტურების მოსაყვანად გამოიყენება.

ნიადაგის ნულოვანი დამუშავება დამზოგავი, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდია, ის ნიადაგის მინიმალურ დაზიანებას გულისხმობს, ტრადიციული ღრმა მოხვნისგან განსხვავებით. ეს მეთოდი არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ნიადაგს ეროზიისგან და კლიმატის ცვლილების გამო გახშირებული ხანმოკლე გვალვებისგანაც იცავს. ეს მიდგომა, კახეთსა და შიდა ქართლი წარმატებით იქნა გამოყენებული 200 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე.

სწავლების პროცესი არც პანდემიის პირობებში შეჩერებულა, FAO-მ და ევროკავშირმა აქტიურად გააგრძელეს ტრენინგების პროგრამა ქართველი ფერმერებისთვის, მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით.

მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული სასწავლო შეხვედრების თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ნიადაგის მომზადებით და სათესლე მასალის შერჩევით დაწყებული, ირიგაციით, მოსავლის აღება-შენახვითა და ბაზრამდე ტრანსპორტირებით დამთავრებული. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ პროცესებს დაკვირვებოდნენ და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები შეესწავლათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ 40-ზე მეტ სადემონსტრაციო ნაკვეთზე. ფერმერებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ მეურნეობებშიც წარმატებით დანერგეს.

კახეთში ტრენინგების სპეციალური სერია ჩატარდა თხილის მწარმოებლებისთვის. 263-მა ფერმერმა თხილის მოვლა-მოყვანის, მოსავლის შემდგომი დამუშავების და სხვადასხვა ასაკის ხეების გასხვლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში - კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში - ტრენინგები კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას შეეხო. განხილულ თემებს შორის იყო წვეთოვანი მორწყვა, ნიადაგის მინამალური და ნულოვანი დამუშავება, მულჩირება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

ცნობისთვის, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროგრამის დახმარებით. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. 

პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system