თავში

რა იწვევს ,,შრომის კოდექსის"მიმართ კრიტიკას

რა იწვევს ,,შრომის კოდექსის"მიმართ კრიტიკას
რა იწვევს ,,შრომის კოდექსისმიმართ კრიტიკას

,,შრომის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ,,გაერთიანებული პროფკავშირების" ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაზე მეტად შეშფოთებას იწვევს ის საკითხები,, რასაც ლობირებენ დამსაქმებელთა ორგანიზაციები, მათ შორის, ზეგანაკვეთური შრომის 1.25%-ით მომატებასთან დაკავშირებით. პეტრიაშვილის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი დღითიდღე უარესდება დასაქმებულების უფლებების დაცვის გარანტიების მნიშვნელოვნად შემცირებისა და მინიმუმამდე დაყვანის ხარჯზე.

,,საკანონმდებლო პაკეტი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აუარესებს უკვე არსებულ სტანდარტს, რომელიც უკავშირდება სასამართლოში დავის პირობებში იძულებითი მოცდენის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრას და ტოლფას სამუშაო ადგილას აღდგენას და ხანდაზმულობის ვადებს. ამ დროს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული აქვს ვალდებულება შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს შრომის დაცვის გარანტიები. „განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტებიდან, პროფესიულ კავშირებთან კონსულტაციის გარეშე ამოღებულია ისეთი მნიშვნელოვანია საკითხები როგორიცაა ქალისა და კაცის მიერ შესრულებული თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების მეთოდოლოგიის განსაზღვრის საკითხი; დამსაქმებლის ვალდებულება დასაქმების კანდიდატს გარკვეულ სიტუაციებში დაუსაბუთოს დასაქმებაზე უარი; ,,ობიექტური გარემოება“ მოკლევადიანი ხელშეკრულების დადების წინაპირობად და ასევე გათავისუფლების საფუძვლად;  ე.წ. დეკრეტული შვებულება; დღეში სამუშაო საათების ზღვრული ოდენობა-8 საათი და სრულწლოვანი დასაქმებულებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერი; 24 საათიანი სამუშაო ცვლების შეზღუდვა და სხვა. მინიმალური ხელფასის რეგულირების საკითხი კვლავ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა რჩება, რაც გულისხმობს 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, მინიმალური ხელფასის სახით თვეში მხოლოდ 20 ლარის გადახდის ვალდებულებას", - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს თანმიმდევრულად მიყვეს მის მიერ არჩეულ ევროინტეგრაციის კურსს და გაატაროს შრომის კოდექსის რეფორმა ისე, რომ მოხდეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის გარანტიების დადგენა და საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.

თუმცა, შენიშვნების მიუხედავად, ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები გარკვეულწილად შეიცავს გაუმჯობესებულ სტანდარტებს, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებს, დასვენების და შესვენების დროის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფის დადგენას, მასობრივ დათხოვნებს, დასაქმებულებთან კონსულტაციებს და მათი დაცვის გარანტიების საწარმოს გასხვისების პროცესში და ა.შ. 

საქართველოს პარლამენტში შრომის რეფორმიდან ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო საკუთარი პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს და რეაგირებისთვის სპეციალური განცხადებით მიმართეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უფროს მრჩეველს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსის ტექნიკურ მრჩეველს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system