თავში

რა იცვლება ენერგოკომპანიებისთვის საბითუმო ბაზრის წესებში ცვლილებით

რა იცვლება ენერგოკომპანიებისთვის საბითუმო ბაზრის წესებში ცვლილებით
რა იცვლება ენერგოკომპანიებისთვის საბითუმო ბაზრის წესებში ცვლილებით

ენერგოკომპანიებს თავისუფალ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა. სემეკის მიერ დამკვიდრებული თამაშის ახალი წესები კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ დენის შესყიდვისას არჩევანი ფასის მიხედვით გააკეთონ და გარე ბაზრებზე გაუმარტივდეთ წვდომა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, კომპანიები ამ ცვლილებით აღფრთოვანებული დარჩნენ. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე ვარაუდობს, ამით შეიძლება მცირე ჰესებს შეუქმნას პრობლემა, რადგან დიდ სადგურებთან შედარებით, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება მეტია.

,,სემეკის დადგენილება კარგია იმით, რომ ხდება ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპის დანერგვა. ენერგოკომპანიებს შეეძლებათ, რომ ელექტროენერგია გაყიდონ იმაზე მეტი ტარიფით, ვიდრე სემეკი ამის საშუალებას იძლეოდა ანუ თავისუფალ ბაზარზე გავიდნენ. ამით ზოგი მოიგებს, იქნებიან ისინიც, რომლებსაც შეიძლება გაუჭირდეთ. განსაკუთრებით შეიძლება წააგონ პატარა ჰესებმა, რადგან ამთ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება, დიდ სადგურებთან შედარებით, ცოტა მეტია. მიუხედავად ამსია, ვფიქრობ, რომ არც ერთი ენერგიის შესასყიდი ფასი არ იქნება იმაზე დაბალი, რაც დავუშვათ, სემეკის მიერ დღემდე დამტკიცებული ტარიფები იყო. საბითუმო ბაზრის დებულების დამტკიცების შემდეგ ენერგოკომპანიებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე შესასყიდი, ესკო-ს მიერ  დადგენილი ფასები არ მოეწონებათ, შეძლებენ მეზობელი ქვეყნებიდან უფრო იაფად შემოიტანოს ელექტროენერგია.  ცხადია, ამით სემეკი ცდილობს, რომ დაიცვას მოსახლეობა და მცირე ბიზნესი, ხოლო მსხვილ ბიზნესს გზას უხსნის, რომ დანარჩენებს ბაზარზე შევიდნენ და ივაჭრონ ელეტროენერგიის მათთვის მისაღები ტარიფებით. ჯერჯერობით ნაადრევია თქმა, რამდენად გამართულად იმუშავებს ეს სისტემა და მიდგომა როგორ გაამართლებს. როგორც ხდება ხოლმე,  ყოველ სიახლეს ახლავს სკეპტიციზმიც, შედეგს დრო აჩვენებს", - აცხადებს ენერგეტიკოსი report.ge-თან.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვცადეთ ენერგოკომპანიების მოსაზრებაც მოგვესმინა, თუმცა მათ სემეკის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავი შეიკავეს. ,,ენერგო-პრო ჯორჯია" შემოიფარგლა მწირი კომენტარით, რომ ბაზარზე ევროპული რეგულაციების შემოღებას მიესალმებიან. ხოლო მთავარი კითხვა, რა გავლენა ექნება მას კომპანიის შემდგომ საქმიანობაზე და რამდენად არიან სიახლისთვის მზად, უპასუხოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა. დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა, ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system