თავში

რა იზიდავს ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში

რა იზიდავს ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში
რა იზიდავს ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში

კორონავირუსის გააქტიურებამდე, 2019 წელი, ქართული ტურიზმისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმით აღინიშნა - 9,35 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი. სწრაფი ტემპებით იზრდება, მათ შორის ამერიკელი ვიზიტორების რიცხვიც საქართველოში. 

2015-2019 წლებში, აშშ-დან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ჯამში 174 272 ვიზიტორი შეადგინა.

 • 2019 წელს - 46 558 ვიზიტორი (11%-ით მეტი წინა წელთან შედარებით); 

• 2018 წელს - 41 863 ვიზიტორი (25%-ით მეტი წინა წელთან შედარებით); 

• 2017 წელს - 33 569 ვიზიტორი (23%-ით მეტი წინა წელთან შედარებით); 

• 2016 წელს - 27 304 ვიზიტორი (9%-ით მეტი წინა წელთან შედარებით); 

• 2015 წელს - 24 978 ვიზიტორი (11%-ით მეტი წინა წელთან შედარებით); 

• 2014 წელს - 22 545 ვიზიტორი (15%-ით მეტი წინა წელთან შედარებით).

გასათვალისწინებელია, რომ ამერიკელი ვიზიტორები საქართველოში ყველაზე მხარჯველები არიან და ათეულში პირველ ადგილს იკავებენ, საშუალო ხარჯით 1 ვიზიტზე - 4 115 ლარი.

მხოლოდ 2019 წელს საქართველოში ამერიკელმა ვიზიტორებმა დაახლოებით - 190 მილიონ ლარზე მეტი შემოიტანეს, რაც ამავე წელს მიღებული მთლიანი ტურისტული შემოსავლების 2.2 პროცენტს აღემატება. 

ამერიკელი ტურისტების ნაკადის საქართველოში ზრდას ხელს უწყობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის პრესტურები, ვიდეო რგოლების მომზადება და ა.შ. 

აღსანიშნავია რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაწყებულია მოსალაპაკებები პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზეც, რომელზეც მოლაპრაკებებს ქართული მხარე ამერიკულ ავიაკომპანია DELTA AIRLINES-თან და United Airlines-თან აწარმოებს.

წამყვანი 10 ქვეყანა ტურისტული დანახარჯების მიხედვით ასე გამოიყურება:

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ავიაკომპანიებს შორის 2019 წელს დაწყებული მოლაპარაკები, მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში ამერიკასა და საქართველოს შორის არსებულ ტურისტულ ნაკადების მნიშვნელოვან გაზრდის და ხელს შეუწყობს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ახალი, მჭირდო პლატფორმის ჩამოყალიბებას, აგრეთვე გაზრდის საქართველოს როლს საქართველოს საჰაერო სივრცის სატრანზიტო დერეფნად გამოყენების ჭრილში, რომელიც ამერიკული ავიაკომპანიებისთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება

ამერიკის როლი ქვეყანაში არსებული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტებში დიდია. აშშ-ს დახმარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში ისეთი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „სამხრეთ კავკასიური მილსადენი“, რომელთა მიზანს კასპიის რეგიონიდან დასავლეთისათვის ენერგორესურსების მიწოდება წარმოადგენს და რომლებსაც საქართველოს ახალი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭეს, როგორც რეგიონში ასე მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა, ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით ამუშავებულმა TANAP-ისა და TAP-ის პროექტებმაც, რის შედეგადაც საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობა 4-დან 20-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოიმატებს უახლოეს წლებში, გაიზრდება ევროკავშირისა და პროექტში ჩართული სხვა ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეს რა თქმა უნდა პოზიტიურად იმუშავებს საქართველოს კეთილდღეობაზეც, არამხოლოდ იმიჯის, არამდ ფინანსური შემოსავლის კუთხითაც.

ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს გავლით დაგეგმილია ახალი პროექტების ამუშავება, კერძოდ: „ტრანს-კასპიური“ და „თეთრი ნაკადის მილსადენები“, რომლებიც წარმოადგენს შავი ზღვისა და რუმინეთის გავლით გერმანიასა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის თურქმენული გაზის გაზრდილი მოცულობების შეღავათიან კონკურენტულ ფასად მიღების საშუალებას. ამ პროექტების დახმარებით, საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება და იძენს საერთაშორისო ჰაბის ფუნქციებს, რაც პოზიტიურად აისახება მის სოციალურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზეც.

ქართული ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული ფულად გზავნილებზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრაციული ხაზით ირიცხება საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურია აშშ-იც, რომელიც მეხუთე ყველაზე მსხვილი ქვეყანაა საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით, რუსეთის, იტალიის, საბერძნეთის და ისრაელის შემდგომ.

ამერიკიდან ფულადმა გზავნილებმა 2019 წლის მონაცემებით 178 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი გადმორიცხვების (1.73 მილიარდი აშშ დოლარი) - 10%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილები ხორციელდება საპირსპირო მიმართულებითაც და 2019 წელს საქართველოდან აშშ-ში ჯამში 4.9 მილიონი აშშ დოლარი გაიგზავნა.

საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი საექპორტო პროდუქტი - ღვინო, ბოლო წლებში მაღალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წელს საქართველოდან ექსპორტზე მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86.2 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 203 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და მსოფლიოს ღვინის ექპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა. 2019 წლის მონაცემებით ექსპორტირებულია 94 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება (ჯამური შემოსავალი $240 მილიონი). მზარდია ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-შიც, სადაც ექსპორტმა 2019 წელს 660 000 ბოთლს გადააჭარბა.

კვლევა ამერიკის როლზე საქართველოს ეკონომიკაში ეკუთვნის თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს. მკვლევარები არიან: ვახტანგ ჭარაია, დავით შატაკიშვილი, მარიამ ლაშხი, ლუკა კურდღელია, ოთარ ანგურიძე, შოთა გულბანი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system