თავში

რა იზიდავთ ავსტრიელ ინვესტორებს საქართველოში

რა იზიდავთ ავსტრიელ ინვესტორებს საქართველოში
რა იზიდავთ ავსტრიელ ინვესტორებს საქართველოში

„2016 წელს, როდესაც საელჩო გავხსენით, მხოლოდ 9 ავსტრიულ კომპანიას სურდა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა, გასულ წელს კი უკვე 35 კომპანია გვყავდა," - ამის შესახებ განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ. არად ბენკოს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოეწურა.

ავსტრიელი დიპლომატის თქმით, ეს გვიჩვენებს, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა და აქ ინვესტიცია, ძალიან გაიზარდა. 

"ამ წლების განმავლობაში განხორციელდა მრავალი პროექტი, მათ შორის ყველაზე დიდია, RAUCH-ის შესვლა ნაბეღლავში, 40 მილიონი ევროთი. მე ვფიქრობ, რომ ინვესტიციები გაიზრდება მომავალ წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდთან დაკავშირებული რისკები შემცირდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ავსტრიელ ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციით, უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ეწევა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად,“ - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system