თავში

რა ჯდება საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება?

რა ჯდება საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება?
რა ჯდება საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება?

წინა წლებთან შედარებით, ზამთრის სეზონზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენების ღირებულება მომატებულია. 

ბაკურიანში აპარტამენტებისა და სასტუმროების დღიური ღირებულება საშუალოდ 90-200 ლარის ფარგლებშია. ფასი დამოკიდებულია აპარტამენტში ოთახების რაოდენობასა და მის ადგილმდებარეობაზე. ხოლო ერთი ღამით აგარაკის საშუალო ღირებულება 250-400 ლარია.

გუდაურში ერთი ღამით აპარტამენტებში დარჩენა საშუალოდ 140-250 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო სასტუმროს ფასი საშუალოდ 200-350 ლარის ფარგლებში მერყეობს.

წელს თხილამურებით ერთჯერადი სრიალის ღირებულება 25-30 ლარია, სნოუბორდით სრიალი - 25-35 ლარი, ბურანით გასეირნების ფასი - 20 ლარიდან იწყება. 

რაც შეეხება სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ღირებულებას, გუდაურში არსებული ფასები შემდეგნაირად გამოიყურება: 

ბაკურიანის საბაგიროს ღირებულება:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system