თავში

რა კეთდება ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის შესანარჩუნებლად

რა კეთდება ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის შესანარჩუნებლად
რა კეთდება ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის შესანარჩუნებლად

ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან. პროგრამის მიზანია მასიური მოხმარების პურზე არსებული საცალო-სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება. 

ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური გამოცემის „ჩვენი სოფლის“ დეკემბრის ნომერში. 

როგორც გამოცემაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. პროგრამა გაგრძელდება 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით.

გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. 

სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, შემუშავდა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა. 

პროგრამის ფარგლებში 3,181 ტონა პროდუქტზე დაიხარჯა 1,2 მლნ.-მდე ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system