თავში

რა კეთდება მეაბრეშუმეობის გადასარჩენად - VIDEO

რა კეთდება მეაბრეშუმეობის გადასარჩენად
რა კეთდება მეაბრეშუმეობის გადასარჩენად - VIDEO

მეაბრეშუმეობის სადგურში თანამდროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად ხალხური სელექციით გამოყვანილი მე-19 საუკუნის ჯიშებია დაცული.  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის განმარტებით, თუთის აბრეშუმხვევიას ეს გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების საქმეში.

"მეაბრეშუმეობა აგრარული სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომლის აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერიოდულად, საჩუქრად გადასცემს გრენას და აბრეშუმის ჭიას ახმეტის რაიონის მოსახლეობას, სადაც მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული," - აგროკვლევით ცენტრში. 

სპეციალისტების შეფასებით, ქართული აბრეშუმი ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.

"დღესაც არსებობს ისეთი ჯიშები, რომელთა ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით გაცილებით მაღალია, ისინი ხასიათდება პარკის ძაფის მაქსიმალური სიგრძითა და სიწმინდით. ამ თვისებებით განსაკუთრებით გამოირჩევა მზიურების ჯგუფის ჯიშები, რომელთა ძაფისგან დამზადებულმა ქსოვილმა 1988 წელს მადრიდში ევროპის ხარისხის კომისიის მიერ უმაღლესი ჯილდო „პლატინის ვარსკვლავი“ მოიპოვა," - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში.

შეგახსენებთ, 2018 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

აგრარული სფეროს სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ მეაბრეშუმეობის განვითარება დაიწყოს. მათი თქმით, სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტების საშუალებით შესაძლებელია ტრადიციული დარგი თანდათან განვითარდეს, თუმცა აგროსპეციალისტები იურწმუნწბიან, რომ, რაც 90-იან წლებამდე იყო, ამ შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.დარგის განვითარებას მხარს უწყობს კერძო სექტორის რამდენიმე ინიციატივაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ახმეტაში, ზემო ალვანში, მატყლის გადამამუშავებელი მინი საწარმო გაიხსნა. ამჟამად საწარმოს წლიური გადამუშავება 60-დან 70 ტონამდეა. პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები მაღაზიები, პროფესიული სასწავლებლები, კერძო სახელოსნოები და ფიზიკური პირები არიან. საწარმო აქტიურად აწარმოებს ძაფსა და თექას. 

მეაბრეშუმეობა იმ ხუთ აგრომიმართულებებს შორისაა, რომლებიც გადაშენდნენ. 

რა ეტაპზეა მეაბრეშუმეობა საქართველოში და რა შანსი აქვს საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას, გაეცანით, report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system