თავში

რა კეთდება საქართველოდან IT მომსახურების ექსპორტისთვის

რა კეთდება საქართველოდან IT მომსახურების ექსპორტისთვის
რა კეთდება საქართველოდან IT მომსახურების ექსპორტისთვის

ტექნოპარკში StrategEast EPAM IT HUB Tbilisi-ის პირველი ნაკადის სტუდენტები დაჯილდოვდნენ. მათ დიპლომები გადაეცათ შემდეგ სპეციალობებში INTRODUCTION TO C#, NET CORE და SOFTWARE TESTING.

როგორც report.ge-ს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, საგანმანათლებლო ცენტრი IT HUB Tbilisi 2020 წლის თებერვალში გაიხსნა ამერიკული ცენტრის StrategEast-ის და წამყვანი ამერიკული საინჟინრო კომპანია EPAM Systems-ის ერთობლივი ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით.

სააგენტოს განმარტებით, IT HUB Tbilisi-ის მთავარი მიზანია IT სფეროში კვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ტექნოლოგიური მეწარმეობის შესაძლებლობების გაფართოება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და IT მომსახურების ექსპორტი. 

"ტრეინინგები ჩატარდა EPAM-ის ტრენერების მიერ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, სწავლის დასრულების შემდეგ, მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი IT სფეროში. ტრეინინგ-ცენტრი მოიცავს 5 სპეციალობას რომელთა შორის ისეთი სპეციალობებია, როგორიცაა: front-end developer, ASP.NET developer, JAVA developer, Android app developer, and QA engineer“, - აცხადებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ორგანიზაცია StrategEast-ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა და EPAM-ის დირექტორმა, პროგრამულმა ინჟინერმა სერგეი აგეენკომ გახსნეს. 

შეგახსენებთ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3,000 IT სპეციალისტს უფასოდ გადაამზადებს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ქსელები და ა.შ.

ცნობისთვის, , საზღვაო ბიზნესისა და IT კომპანიებს "საერთშორისო სტატუსის" მოპოვების შემდეგ, მოგების 15%-ის და საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ნაცვლად, გადასახადები შეუმცირდებათ 5%-მდე. ასევე, თუ ქონება გამიზნულია, ან გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის, საერთაშორისო კომპანია თავისუფლდება ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან. მთავრობის ეს შეთავაზება მნიშვნელოვანი სიგნალი აღმოჩნდა საერთაშორისო, ტოპ IT კომპანიებისთვის, რომ ოფისები გახსნან საქართველოში და დაასაქმონ ქართველი IT სპეციალისტები. “EPAM”-ი უკვე საქართველოში შემოვიდა. 

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, იკითხეთ report.ge.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system