თავში

რა კეთდება საქართველოში ფინანსური განათლების გაუმჯობესებისთვის

რა კეთდება საქართველოში ფინანსური განათლების გაუმჯობესებისთვის
რა კეთდება საქართველოში ფინანსური განათლების გაუმჯობესებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა.

კითხვაზე,  როგორ ვითარდებოდა საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო და რა კეთდება მომხმარებლების ფინანსური განათლების ასამაღლებლად, კობა გვენეტაძე პასუხად იშველიებს ეროვნული ბანკის შექმნილ ფინანსური განათლების გვერდს, FinEdu-ს, წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში იქმნებოდა. მისივე თქმით, ქვეყნის ფინანსურ განათლებაზე ჩატარდა სპეც.კვლევა, რომლის შედეგები გათვალისწინებული იქნა ქვეყნის ფინანსური განათლების სტრატეგიაში. 

"ჩვენ შევქმენით ფინანსური განათლების ვებგვერდი FinEdu, რომელიც ფეისბუქის ჩემ გვერდზეც გავაზიარე. იგი წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში იქმნებოდა. ფინანსური განათლება უაღრესად მნიშვნელოვანია და როდესაც 2016 წელს ჩემი დანიშვნისას სებ-ის სტრუქტურას ვაანალიზებდი, ვფიქრობდი რომ ამ მიმართულებას არ ექცეოდა საკმარისი ყურადღება. იმ დროისათვის მომხმარებელთა უფლებების დაცვას მოიცავდა ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა. შესაბამისად, იგი გამოვყავით და შევქმენით მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად ჩემს უშუალო დაქვემდებარებაშია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობითა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განვითარებისთვის ევროპული ფონდის (EFSE DF) დახმარებით, საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ ჩავატარეთ კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზე შევიმუშავეთ ქვეყნის ფინანსური განათლების სტრატეგია. მას მრავალი დაინტერესებული მხარე ჰყავს, თუმცა ამ საქმეს ჩვენ ვუძღვებით, რადგან ფინანსური განათლების სათანადო დონის გარეშე ადამიანები და კომპანიები ყოველთვის დაუცველნი იქნებიან არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისგან. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში განათლების სამინისტრო დაგვეხმარა. ფინანსური წიგნიერების თემები მეშვიდე-მეცხრე კლასების სასკოლო სასწავლო პროგრამაში შევიტანეთ. პირადად მე ჩავატარე ლექციები დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მრავალი წესი შევიმუშავეთ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად - საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი აქვს ვალდებულებები და შესაბამისად მის განხორციელებაში ვიღებთ მონაწილეობას. მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები ასევე ხელს უწყობს მომხმარებლებს თავი უფრო დაცულად იგრძნონ და აიმაღლონ განათლება რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორებიცაა, მაგალითად, კერძო საკუთრების შეძენა, სესხის აღება განათლების მისაღებად ან ბიზნესისთვის. დროის სვლასთან ერთად, ახალი თაობა ბიუჯეტირების, ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და სხვა საკითხების თაობაზე ცოდნის გაღრმავების წყალობით დიდ სარგებელს მიიღებს და ყოველივე ეს დაეხმარება მათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში," - განუმარტა კობა გვენეტაძემ Central Banking-ს.  

საქართველოს პირველმა ბანკირმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობის 4-წლიანი შედეგებიც შეაჯამა. მისივე განმარტებით ინფლაციის თარგეთირება და ლარის მცურავი გაცვლითი კურსი საქართველოსთვის ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირებამ და გაზრდილმა კომუნიკაციამ საზოგადოებაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისადმი ნდობა გაზარდა. კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველო ეკონომიკურ შოკს მომზადებული შეხვდა. ქვეყნის მთავარი ბანკირის ცნობით, პანდემიისას მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობისთვის შემუშავდა მხარდამჭერი ინსტრუმენტები.

მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კობა გვენეტაძემ გამოცემის მთავარ რედაქტორთან, კრისტოფერ ჯეფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system