თავში

რა ხარვეზებია ელექტრომომარაგებაში

რა ხარვეზებია ელექტრომომარაგებაში
რა ხარვეზებია ელექტრომომარაგებაში

ელექტოროენერგეტიკის მიმართულებით, 2019 წლის განმავლობაში დარეგისტრირებული განცხადებების თანახმად, მომხმარებლები გამოხატავდნენ პრეტენზიებს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორად გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დარიცხვა განხორციელებული იყო მომდევნო საფეხურის გაზრდილი ტარიფით. ეს არის სისტემური ხარვეზი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება.

ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2019 წლის ანგარიშის საჯარო წარდგენისას განაცხადა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემურია ელექტროგადამცემი სადენებისა და საყრდენი ბოძების ავარიული მდგომარეობა, დაზიანებული სატრანსფორმატორო ჯიხურები, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს მოსახლეობისთვის და ამავდროულად გავლენას ახდენს კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. კვლავ ხშირია მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტებიც, რაც იწვევდა აღრიცხვიანობის დარღვევას და ზოგიერთ შემთხვევაში დარიცხული თანხის არასწორად განსაზღვრას. 2019 წლის მიწურულს დედაქალაქის კონკრეტულ უბანში დაფიქსირდა მასობრივი პრობლემა, რომელიც ანათვალის არასწორად აღებას შეეხებოდა.

შეგახსენებთ, ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი წესების ამოქმედება იგეგმება. ცვლილების უმთავრეს მიზეზად მომხამარებელთა დაცვისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება სახელდება. საქმე ისაა, რომ "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შეასხებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილების მიხედვით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას(სემეკს) უფლებამოსილება ეზდება.  კომისიას შეეძლება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. მიზეზი დეპუტატებს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დეტალურად განუმარტა. მისი თქმით, თუ ახალი კანონი დამტკიცდა, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები და გარიგებები გაიფილტრება. სემეკი ახალი კანონით მინიჭებულ წილის გასხვისების პროცესის წინასწარი შეფასების და გარიგების შეჩერების უფლებას მაშინ გამოიყენებს, თუკი აღმოაჩენს, რომ გარიგება, რომელიც ენერგეტიკის სექტორს უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის იურიდიული პირის მეშვეობით ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული თანხებით ხდება. ახალი დათქმით, სემეკს ექნება 3-თვიანი ვადა იმისთვის, რათა კომპანიას მისცეს დასტური წილის რეალიზაციასთან დაკავშირებით. 

რა ხდება, რა პრეტენზიები არსებობს და რა იგეგმება რა ხდება საქართველოს ენერგეტიკაში, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system