თავში

რა ხარვეზებს ხედავენ ეკონომიკურ პოლიტიკაში

რა ხარვეზებს ხედავენ ეკონომიკურ პოლიტიკაში
რა ხარვეზებს ხედავენ ეკონომიკურ პოლიტიკაში

"ჰაბ ჯორჯიას" კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საფინანსო სექტორი ქვეყანაში ასიმეტრიულადაა განვითარებული. ორგანიზაციის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბანკების გარდა, ფინანსური სისტემის სხვა მოთამაშეები პრატიკულად არ არსებობენ, საფინანსო სექტორის აქტივების 80 – 90 % ბანკებზე მოდის, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ბანკებს მხოლოდ 30-40% უკავია;

ხარვეხზად მიიჩნევა ისიც, რომ თითქმის ყველა სფეროში მაღალია ბაზარზე დომინირების ხარისხი, რაც, სფეციალისტების აზრით, ნოყიერი საფუძველია, რომ ბიზნესი „ჩრდილში“ გადავიდეს.ეკონომიკის პრობლემად სახელდება სამუშაო ძალის და ბაზრის განუვითარებლობაც. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კვალიფიცირებულ მუშახელზე წვდომის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ - ერთ ბოლო ადგილზეა.პრობლემას ქმნის მაღალტექნოლოგიური წარმოების განუვითარებლობაც, რადგან მცირე ეკონომიკის წარმატება, სწორედ ინოვაციების და ტქნოლოგიების განვითარებაშია, რაშიც საქართველო მსოფლიოს ჩამორჩება;ექსპერტების განმარტებით, ქვეყანა ჩაეფლო მუდმივად მზარდი სავაჭრო დეფიციტის მარწუხებში.პრობლემადაა მიჩნეული მცირე და საშუალო ბიზნესის განუვითარებლობა. ექსპერტების თქმით, ამ სეგმენტის (საწარმოების) მიერ შქმნილი დამატებითი ღირებულება (დოვლათი) მხოლოდ 20%- ია, შედარებისათვის ევროკავშირში 60%-ია;მათივე მტკიცებით, ქვეყნის ეკონომიკური მოდელი „დამახინჯებულადაა“ აგებული, რადგან იმპორტის დაფინანსება ხდება კრედიტებით, შედეგად ქვეყანას დაგროვილი კრედიტები და განუვითარებელი ადგილობრივი წარმოება რჩება;გამოწვევაა საბანკო პროდუქტების (კრედიტები) საშუალო და მცირე ბიზნესისათვის ნაკლები ხელმსაწვდომობაც, რაც, სპეციალისტების განმარტებიტ,  ამუხრუჭებს ეკონომიკურ ზრდას;უარყოფითად ფასდება ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, „ბიზნეს სესხების“ გაცემის შეზღუდულობაც. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ბიზნესს სესხები გაცემა გართულებულია და ბანკები თავს არიდებენ დამატებით რისკებს;პრობლემას ხედავენ იმაშიც, რომ დაბალ (განუვითარებელ) საფეხურზეა კაპიტალის ბაზარი;ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები ასეთ შემაჯამებელი დასკვნას აკეტებენ: "ეკონომიკის განვითარების არასწორი მოდელი - ბოლო 20 წლის განმავლობაში - ეკონომიკის განვითარების ისეთი მოდელია შერჩეული, რომელიც ძირითადად უცხოურ დაფინანსებებზეა დამოკიდებული; სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიიღწევა - ფინანსებზე წვდომის გაზრდით; ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაით; კონკურენციის ხელშეწყობით," - განმარტავენ ისინი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system