თავში

რა ხდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე

რა ხდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე
რა ხდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე

კორონავირუსის გამო საქართველო და, ზოგადად, მსოფლიო საგანგებო რეჟიმით ცხოვრობს. ამ დროს, სატრანპორტო სფეროს სპეციალისტების განმარტებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებს. 

სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზის მუშაობა გაუმჭვირვალეა, რადგან ეს სახელმწიფო კომპანია ფუნქციონირების შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას. 

"ჩვენ არ ვიცით რეალურად რითი არის დაკავებული ეკონომიკის ეს სექტორი. კი, ვამბობთ რომ მუშაობს, მაგრამ რა გადააქვს, რა სახის ტვირთები, სად და რა რაოდენობის - ჩვენ ფაქტობრივად არ ვიცით. ამიტომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის საინფორმაციო პორტალების მუშაობას, იქნებ ვინმემ რამე თქვას ჩვენი რკინიგზის მუშაობის შესახებ," - ამბობს გოჩავა. 

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა (Ruhsar Pekcan) ჯერ კიდევ წინა თვეში Raillynews-თან განაცხადა, რომ თურქეთმა ირანში კორონავირუსის აღმოჩენისთანავე საზღვარი ჩაკეტა და გადაზიდვების საქართველოს მაგისტრალზე, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზზე გადმოსროლას გეგმავს.

"როცა მოვლენები კონტროლს გასცდა ირანში, ჩვემ მოგვიწია სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვა ირანთან. ფაქტობრივად, ირანზე გადის ჩვენი საექსპორტო გზა ცენტრალური აზიისაკენ, მაგრამ ჩვენ კავშირი გვაქვს ახლა საქართველოსთან. ახლახან ჩამოვედით აზერბაიჯანიდან. ჩვენ გავზარდეთ სარფის, Türkgözü -ს (ვალე) და Çıldır Aktaş-ს (აქთაში; კარწახის კარი) სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გატარების უნარი. აქთაშის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში შესაძლებელია დღე-ღამეში 500 სატრანსპორტო საშუალების გატარება. მოცემულ მომენტში 200-ს ვატარებთ, მაგრამ შეგვიძლია 500-მდე გავზარდოთ. მაშასადამე, ირანთან საზღვრის ჩაკეტვით მიღებული დანაკლისი შეგვიძლია აქ შევავსოთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს „ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა“. ამ ხაზზე დღეში ერთი მატარებელი დადის, რომელიც 40 გავონისაგან შედგება. შეგვიძლია 60 ვაგონამდე გავზარდოთ. მე შევხვდი ჩვენს ტრანსპორტის მინისტრს. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგვიძლია მატარებლების რაოდენობა ამ ხაზზე 7 მატარებლამდე გავზარდოთ. ამიტომ, სანამ ჩვენს ექსპორტიორებს ვჭირდებით ჩვენ, ჩვენ აღმოფხვრით მათ წინაშე არსებულ ყველა დაბრკოლებას, კვოტების ჩათვლით გარდამავალ პერიოდში," - თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა. 

რას აკეთებს ქართული მხარე, ექსპერტ დავით გოჩავასთვის, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცნობილი არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system