თავში

რა ხდება კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე

რა ხდება კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე
რა ხდება კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე

ამ ეტაპისთვის კომერციული უძრავი ქონების მსხვილ გამქირავებლებთან, რომლის მოიჯარეებიც სავაჭრო კომპანიები არიან, იჯარა უფრო მეტად შემოსავლებზე არის მიბმული, რაც სექტორის შემოსავლებს ვაჭრობის აღდგენის დინამიკასთან მეტად აკავშირებს.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ძირითად სავაჭრო კატეგორიაში ხარჯვა და საქონლის იმპორტი აღდგენის დინამიკას აჩენებს.

"გამოკითხულ კლიენტებში ამ ეტაპისთვის ფიქსირებული იჯარის მოდელი შეცვლილია და იჯარა მეტწილად შემოსავლებზე არის მიბმული. კომერციული უძრავი ქონების ბრუნვა საცალო & საბითუმო ვაჭრობის ჯამურ ბრუნვასთან და საქონლის იმპორტთან მაღალ კორელაციაშია. გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. გამოკითხული მოთამაშეებიდან, სამომავლოდ მეტი შემცირება სავაჭრო ცენტრებშია მოსალოდნელი, რაც გამოწვეულია კინო და გასართობი ცენტრების დახურვით, შედარებით მცირე „footfall”-ით და საყიდლებზე მოთხოვნის შემცირებით. სავაჭრო მოლებში საშუალო დატვირთულობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა (დაახ. 5-10%), კლება იჯარის შემოსავლის ხარჯზე მიმდინარეობს • საოფისე ცენტრებში შემოსავლის (დოლარი) 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი. მაღალი კლასის სეგმენტში კლება უფრო დატვირთულობის ხარჯზეა, ვიდრე ფასის," - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system