თავში

რა ხდება ოქროს გლობალურ ბაზარზე

რა ხდება ოქროს გლობალურ ბაზარზე
რა ხდება ოქროს გლობალურ ბაზარზე

იანვრის პირველ ორ კვირაში საერთაშორისო ბაზრებზე უმნიშვნელოდ შეიცვალა ოქროს ფასები და 15 იანვრის მდგომარეობით უნციაზე $1,828 შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში.

ცნობისთვის, ოქროზე კი ფასის დაცემას, ან უმნიშვნელო გაძვირებას ანალიტიკოსები უკავშირებენ ცალსახად უკავშირებენ ინვესტორების განწყობების გაუმჯობესებას, რა დროსაც, როგორც წესი ოქროზე, როგორც ყველზე უსაფრთხო ინვესტიციაზე, მოთხოვნა, შესაბამისად, ფასიც, მცირდება.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოქროს წარმოება მცირდება, რამაც მისი დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს. თუ ასე მოხდა, ოქრო გაძვირდება. 

გლობალურ ბაზრებზე ოქროს გაძვირების ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა. მაგალითისთვის, ქორწინების ბეჭდის ფასი საქართველოში გაორმაგებულია.  მაღალი, 999 სინჯის, დაახლოებით 10 გრამიანი საქორწინო ბეჭდის ფასმა 2000 ლარს მიაღწია, ხოლო შედარებით ნაკლების სინჯის ამავე მოცულობის ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 1800 ლარს შეადგენს, როცა 1 წლის წინ ფასი 50%-ით ნაკლები იყო.

,,ოქროს ქართული ბაზარი მთლიანად საერთაშორისო ტენდენციაზეა დამოკიდებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ოქროს ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს, რომელიც შიდა ბაზარს გააკონტროლებს. მთლიანად მიბმული ვართ გლობალურ ბაზარზე და ამიტომ ოქრო ძვირდება აქაც, მაღალი სინჯის, 1 გრამი ოქროს ფასი 200 ლარს მიუხლოვდა. შედარებით ნაკლები, 958 სინჯის ოქროს ფასი 186 ლარია. ძალიან მაღალი ფასია და არ შეიძლება, ეს ტენდენცია არ შეიცვალოს. ალბათ, თებერვლის ბოლოს ბაზარი უფრო სტაბილური გახდება. გლობალურ ბაზრებს ვგულისხმობ, რაღაც ზღვარი არსებობს, რომლის იქით, მსყიდვილებითი უნარი ვეღარ გაიზრდება და ფასიც თანდათან კლებისკენ წამოვა", - ამბობს report.ge-სთან გეოლოგიურ მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ ფოფორაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system