თავში

რა ხდება რეგიონის ობლიგაციების ბაზარზე

რა ხდება რეგიონის ობლიგაციების ბაზარზე
რა ხდება რეგიონის ობლიგაციების ბაზარზე

galt&taggart-მა რეგიონის ობლიგაციების ნოემბრის თვე შეაჯამა. მიმოხილვის მიხედვით, ნოემბერი რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, უზბეკეთი) ობლიგაციებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა.

 ობლიგაციებში ინვესტიციებმა ნოემბერში $36.7 მლრდ შეადგინა, რაც ბევრად აღემატება ოქტომბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს ($ 11.7 მლრდ).

რეგიონის ობლიგაციებს შორის BELARUS 23 იყო ნოემბერის თვის ლიდერი. ევრობონდზე შემოსავლიანობა ნოემბერში 221სპ-ით დაეცა და 5.2% შეადგინა. რეგიონის სვა ობლიგაციებიდან აღსანიშნავია TURKEY 21, რომლის შემოსავლიანობა ნოემბერში 183სპ-ით შემცირდა და 2.7% შეადგინა, რაც თითქმის 6-თვიანი მინიმუმია. ასევე კარგი შედეგი აჩვენა უკრაინის ევრობონდმა, რომლის შემოსავლიანობაც 132სპ-ით შემცირდა. 

აზერბაიჯანულ და სომხურ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა ნოემბერში შესაბამისად, 105სპ და 110სპ-ით შემცირდა. სხვა სახელმწიფო ევროობლიგაციების მიმართ ნოემბერში ბაზრის განწყობები დადებითი იყო და შემოსავლიანობა 18-77სპ-ის შუალედში შემცირდა. 

ქართულ კორპორატიულ ევროობლიგაციებს შორის ნოემბერში GOGC-მ აჩვენა საუკეთესო შედეგი, შემოსავლიანობა 200სპ-ით შემცირდა. კარგი შედეგი აჩვენა ასევე BOG 23-მა, რომლის შემოსავლიანობა 98სპ-ით შემცირდა. სხვა კორპორატიულ ობლიგაციებზე ნოემბერში შემოსავლიანობა 25-63სპ-ის შუალედში შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system