თავში

რა ხდება საქართველოს ფულად ბაზარზე

რა ხდება საქართველოს ფულად ბაზარზე
რა ხდება საქართველოს ფულად ბაზარზე

გასულ კვირას სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონი არ გამართულა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

უახლოესი აუქციონი დაგეგმილია 2021 წლის 25 მაისს, სადაც 5-წლიანი 35 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

მარტში ჩატარდა სახაზინო ფასიანი ქაღალდების ოთხი აუქციონი, რომელზეც 87.6 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები განთავსდა.

პირველ სამ თვეში, იანვარ-მარტში, საქართველოს მთავრობამ 342 მლნ. ლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. 

საქართველოს ფულადი ბაზარი ასე გამოიყურება:

ცნობისთვის, ფასიანი ქაღალდებისა და სახაზინო ობლიგაციების გაყიდვა-გამოშვებით, მთავრობა, როგორც წესი, შიდავალს იღებს. 

ფინანსთა სამინისტროს 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საშინაო ვალი 5.9 მლრდ ლარს უტოლდება.

საგარეო ვალთან ერთად, შიდა ვალიც მატულობს.

ერთი კვირის წინ მთავრობამ დღეს 35 000 000 ლარის შიდავალი აიღო.

ცნობისთვის, შიდავალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ. სპეციალისტების შეფასებით, შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფინანსური სექტორის განვითარებასაც აფერხებს. როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, საგარეო ვალთან დაკავშირებით ეს რისკი ნაკლებადაა, ხოლო შიდა ვალის შემთხვევაში ეს ფული აკლდება ბანკებს და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მათ რეალურად ნაკლები რჩებათ. ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. არ მუშაობს შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, ეს რესურსი არაეფექტურად დაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და ლარიც კურსიც უფასურდება. სპეციალისტები შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ იმ პირობით, თუ ქვეყანა აღებული სესხის უკუგებას ახერხებს. თუ უკუგება არ ხდება, ფინანსისტები მაბობენ, რომ ასეთი ვალი ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია, რადგან ეს რესურსი ქვეყნის კეთილდღეობას ვერ ხმარდება.

საგარეო ვალის საგანგაშო ზრდის გამო ფინანსისტები ხედავენ რისკს, რომ საქართველოს სუვერენული დეფოლტის საფრთხე დაემუქროს. მათი თქმით, საქართველოს, როგორც არამწარმოებლური ეკონომიკის ქვეყანას, ამ ვალის მომსახურება ძალიან გაუჭირდება. ანალიტიკოსების განმარტებით, საგარეო ვალის ზღვარი მშპ-თან საშიშ დონეზეა და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომებია მისაღები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system