თავში

რა ხდება საქართველოს შრომის ბაზარზე

​რა ხდება საქართველოს შრომის ბაზარზე
რა ხდება საქართველოს შრომის ბაზარზე

რა ხდება საქართველოს შრომის ბაზარზე, ამის ახსნას ISET-ი შეეცადა. ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, რიგმა დონორებმა შეისწავლეს ეს საკითხი და მთავრობას დახმარება შესთავაზეს. 

მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ სექტორში ინვესტიციების გაზრდის მიზნით, ხელისუფლებამ დანერგა „ადამიანური კაპიტალის პროექტი“. ცოტა ხნის წინ, მთავრობამ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან სასესხო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკთან. პროექტი მრავალმხრივია და განათლების სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს.

ამ მიმართულებებს შორისაა მსოფლიო ბანკის პროექტი, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) სუსტი მხარეების მიმოხილვას გვთავაზობს. ეს სისტემა, უამრავ ქვეყანაში დაინერგა, საქართველოში კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ხორციელდება (2012 წლიდან პროექტი სამინისტროს ექვემდებარება, თუმცა როგორც ცალკე მდგომი იურიდიული პირი).

EMIS-ს რამდენიმე მიზანი აქვს. მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახდეს საგანმანათლებლო პოლიტიკის ინფორმირებისთვის ყველა საჭირო მონაცემი. სისტემა ფართო სპექტრის საგანმანათლებლო მონაცემებს ცენტრალიზებულად უყრის თავს ერთ პლატფორმაზე, რომელზედაც წვდომა აქვთ კანონმდებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. საქართველოში EMIS აგროვებს მონაცემებს ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე, ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან – სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) თუ პროფესიული სასწავლებლებიდან. EMIS-ის კიდევ ერთი მიზანია განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, საგანმანათლებლო პროცესების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ (IT) მხარდაჭერა და, ზოგადად, განათლების სექტორის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესება.

შეასრულა თუ არა EMIS-მა თავისი მიზნები საქართველოში დანერგვიდან 8 წლის შემდეგ? საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშს თუ დავეყრდნობით, „არც ისე სრულყოფილად“. ანგარიში მოიცავს 2015-2018 წლების პერიოდს და მასში მოცემულია სისტემის ზოგადი, მათ შორის, მისი მართვის და არსებული უსაფრთხოების პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ EMIS-მა დაარსების დღიდან გრძელი გზა გაიარა და წარმატებით შეუწყო ხელი ელექტრონული სკოლის (eSchool) სისტემის დანერგვას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა ამ სექტორში მთელი რიგი ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება. თუმცა ანგარიშში იმაზეცაა საუბარი, რომ შესაძლებელია შედეგების მრავალმხრივ გაუმჯობესება. ცალკეა გამოყოფილი რამდენიმე სერიოზულ საკითხი, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს:

  • შეგროვდა მონაცემები ადმინისტრაციული და დასაქმებული ადამიანური რესურსების შესახებ, თუმცა სისტემამ ვერ მოიპოვა რიგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, მოსწავლეების შედეგების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის (იმუნიზაცია და დაავადების ისტორია) და მოსწრების შესახებ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სისტემა სკოლების მხოლოდ ნაწილში ფუნქციონირებდა;
  • ინფორმაცია უნდა გაერთიანდეს ან დაჯგუფდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმირებული სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
  • სისტემამ ვერ შეძლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან შეგროვებული ინფორმაცია სხვა უწყებებისთვის გადაეცა; და
  • ინფორმაციის დამუშავებისა და, შესაბამისად, სრულად გამოყენებისთვის არ იყო საკმარისი ადამიანური რესურსი, ხოლო მონაცემთა უსაფრთხოება კვლავ პრობლემად რჩებოდა. სისტემას აკლია მონაცემებზე დაფუძნებული სამუშაო კულტურაც.
  • საქართველოში განათლება (ზოგადი განათლების შემთხვევაში კი, მოსწავლეთა უმრავლესობა) ძირითადად საჯარო სექტორის პასუხისმგებლობაა. ბოლო წლებში ამ სექტორს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა – 2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის 5%-ზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავენ.
  • ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system