თავში

რა ხდება ტექინსპექტირების ცენტრებში

რა ხდება ტექინსპექტირების ცენტრებში
რა ხდება ტექინსპექტირების ცენტრებში

ტექინსპექტირების ცენტრებში მომხმარებლების რიგებს ვერ აუდიან. როგორც report.ge-თვის გახდა ცნობილი, ამის მიზეზი ჭკვიანი კამარების ჩართვაა, რაც ახალი ჯარიმების გამოწერის საბაბად იქცა. ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანაშვილი აცხადებს. მისი თქმით, კამერები გასული კვირის ბოლოს ჩაირთო და უკვე 4-ჯერ გაიზარდა მოთხოვნა, ხოლო რეგიონებში უფრო მეტადაც, რის გამოც ტექინსპექტირების ცენტრებში რიგებია. 

,,ნაკადების აშკარა მატება შეიმჩნევა. ჩვენს შემთხვევაში,4-ჯერ, შეიძლება ითქვას, მეტადაც,  გაიზარდა მოთხოვნა ბოლო 4-5 დღეში და ასეა ყველა წამყვან ცენტრში, სადაც ავტომობილები ტექდათვალიერებას გადიან. ამის მიზეზი ჭკვიანი კამერებია, მოულოდნელად ჩაირთო, არავინ საქმის კურსში არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, არავინ გაუფრთხილებიათ. არ ვარ კომპეტენტური, რომ მთავრობის გადაწყვეტილება შევაფასო, თუმცა ცხადია, რომ ბევრი დაჯარიმდა. შესაბამისად, დაზარალდნენ ავტომანქანების მფლობელები, ვისაც გავლილი არ ჰქონდა ტექდათვალიერება, ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რაც პანდემიურ პერიოდში იოლი ნამდვილად არ არის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა რეგიონებში, სადაც რიგები დგას. აქამდე მძღოლები ამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებდნენ, კონტროლი შესუსტდა და ამით სარგებლობდნენ. 60 ლარია ტექნინსპექტირების საფასური, ჯარიმა - 50 ლარი და ცხადია, ურჩევნიათ, გაიარონ ეს პროცესი, ვიდრე ჯარიმაში გადაიხადონ ფული. ამის გამო მთელი ვნებათაღელვაა, ახლა არის პიკი, რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მერე ალბათ, სიტუაცია ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება", - აცხადებს ვაჟა იორდანაშვილი.

ცნობისთვის, სულ რამდენიმე დღის წინ იორდანაშვილი report.ge-თან საუბრობდა, რომ სერვისცენტრები ღიაა და მძღოლებს არანაირი პრობლემა არ აქვთ ტექდათვალიერების გავლისა, თუმცა მოთხოვნა ძალიან დაბალია. მისი თქმით, ჭკვიანი კამერები არ რეაგირებდნენ და შესაბამისად, არც ჯარიმების გამოწერა ხდებოდა, რის გამოც მოსახლეობა ამ ვალდებულებას ზერელედ ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა. covid-19-ის გამო ტექდათვალიერების პროცესი შეჩერებული იყო 2 თვით, თუმცა ვადა 21 ივლისს ამოეწურათ და კანონმდებლობით ამ ეტაპზე არანაირი შეღავათი არ მოქმედებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system