თავში

რა ქმნის ეკონომიკაში პრობლემას

რა ქმნის ეკონომიკაში პრობლემას
რა ქმნის ეკონომიკაში პრობლემას

ფინანსისტი დავით წიქარიძე ფიქრობს, რომ ეკონომიკაში ვერ შეიცვლება მდგომარეობა, თუკი მთავრობა არ იზრუნებს ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებაზე და არ მოახდენს  ყველა ტიპის ხარჯის კორექტირებას, როგორიცაა საჯარო მოხელეთა ხელფასები, პრემია-დანამატები, სამივლინებო, საარჩევნო და სხვა ტიპის ხარჯები.  მეტიც, ფინანსისტი ფიქრობს, რომ ხარჯი შიძლება 3-ჯერ შეიმცირდეს, რადგან ეკონომიკას ამით დიდი ტვირთი აწვება და საბოლოოდ ეკონომიკაში უამრავ პრობლემას ქმნის.

,,ხარჯის შემცირება, ამ შემთხვევაში, საარჩევნო, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის რეკომენდაციებშიც მოხვდა. თუმცა მეორე საკითხია, რომ ამაზე მეტი კრიტიკის ობიექტი ვერ დაინახეს, როცა შესაძლებელი იყო, პირველ ეტაპზე, ყურადღება არჩევნების გაყალბებისთვის დაეთმოთ, რასაც, ჩემი აზრით, ნამდვილად ჰქონდა ადგილი.  ცხადია, საარჩევნო ხარჯიც უნდა შმცირდეს, მაგრამ ასე ნაკლებად მგონია. მმართველი პარტია ყველა რესურსს გამონახავს იმისთვის, რომ არჩევნებში დიდი ფული დახარჯოს. ოფიციალურად თუ არა, არაოფიციალურად მაინც, ბევრი ფული დაიხარჯება. მთლიანობაში, ბიუროკრატიული ხარჯი შესამცირებელია, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მცირედი კორექტირება მოხდეს, რადგან სინამდვილეში 3-ჯერადაც შეიძლება შემცირდეს და ეს ფული საბოლოოდ ეკონომიკის განვითარებას მოხმარდეს", - ამბობს წიქარიძე და დასძენს, რომ პრობლემაა საჯარო სექტორში დაქირავებით დასაქმებულებზე გაცემული ხელფასიც, რა მიმართულებითაც მთავერობას გარკვეული ზომების მიღება მოუწევს.

,,საქართველოს, ამ პატარა ქვეყანას უზარმაზარი ბიუროკრატიული ხარჯის გაწევა უწევს, რაც ბიუჯეტს ტვირთად აწვება. კანცელარიასა და მუნიციპალიტეტებში, მერიებსა და საკრებულოებში ათიათასობით დაქირავებული ადამიანი ჰყავთ, რომელთაც სახელმწიფო ფულს მუქთად უხდის. ხოლო კონომიკური პრობლემები მოდის ცუდი მენეჯმენტის, დაუგეგმავი ბიუჯეტის და არამიზნობრივი ხარჯების გამო. ბიუროკრატია არის შესამცირებელი, მაგრამ მთავრობისთვის ეს საარჩევნო კონტიგენტია და ხელს არავინ ანძრევს, რომ სფერო მოაწესრიგოს", - ამბობს დავით წიქარიძე report.ge-თან. 

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ყურადღება წინასაარჩევნო ხარჯმა მიიქცია. დელეგაციის წევრები ფიქრობენ, რომ ღარიბ ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი ხარჯის გაწევა უხდება.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ტინი კოქსმა განაცხადა, რომ ეს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ამომრჩეველზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system