თავში

რა ქმნის ინვესტიციებთან დაკავშირებით პრობლემას

რა ქმნის ინვესტიციებთან დაკავშირებით პრობლემას
რა ქმნის ინვესტიციებთან დაკავშირებით პრობლემას

covid-19-ის გავლენა ინვესტიციებსაც დაეტყო, ინვესტიციები არათუ შემცირდა, აღმოჩნდა, რომ ამ მიზნით გამოყოფილი მთელი რესურსი აუთვისებელი დარჩა. აუდიტის დასკვნას ინვესტიციებთან დაკავშირებით ეხმაურება ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი. მისი თქმით, გარდა ეპიდემიისა, პრობლემაა საინვესტიციო პოლიტიკა, რის გამოც ქვეყანა ინვესტიციებისგან დიდ სარგებელს ვერ იღებს. ამის მიზეზი, ეკონომისტის განმარტებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე აქცენტი და კაპიტალის გადინებაა, რაც მრავალმხრივ უქმნის პრობლემას საქართველოს და მოსახლეობის კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს.

,,საქართველოსთვის დიდი პრობლემაა ის, რომ სააქციო საზოგადოების როლი არ არის გააქტიურებული. წლების განმავლობაში ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ემყარებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მცდელობას, რაც მცდარი მოსაზრებაა. ამ ეტაპზე, გარდა ეპიდემიისა, პრობლემაა სწორედ არსებული საინვესტიციო პოლიტიკა. თუმცა დიდია ასევე მიმდინარე პერიოდში ეპიდემიის გავლენა, რაც ინვესტიციების მიმართ ინტერესს ანელებს. რა საგადასახადო შეღავათი ან სხვა ტიპის მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს ინვესტორს, პროექტების განხორციელებება ეპიდემიურ პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც უკვე განხორციელდა, ამისგანაც დიდი სარგებელი ვერ მივიღეთ. ხოლო უცხოელი ინვესტორების საქმიანობისგან მიყენებული ფინანსური ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე განხორციელებული ინვესტიციებისგან მიღებული შედეგი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ალტერნატივა არის პაკეტური კაპიტალი ანუ როცა საწარმო ჰყიდის გარკვეულ წილს, რისთვისაც უნდა არსებობდეს საფონდო ბაზარი, აქტივები, რომლის გაყიდვაც ფინანსურ ბირჟებზე იქნება შესაძლებელი. ამისთვის, როგორც აღვნიშნე, სააქციო საზოგადოებების როლი გასაძლიერებელია. საკმაოდ მარტივი სქემაა, რომელიც დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში არავინ იყენებს. ჯერჯერობით ინვესტიციებში ცვლილებას არ ველოდები, მთავარია კრიზისი დაიძლიოს და შმდეგ საინვესტიციო პოლიტიკის შცვლაზეც დავიწყოთ ფიქრი"- აცხადებს ეკონომისტი.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო საინვესტიციო პროექტები შეფერხებით ხორციელდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 5 საინვესტიციო პროექტისთვის გამოყოფილი კრედიტი 0%-ითაა ათვისებული. 2020 წლის 8 თვეში საკრედიტო სახსრების ათვისება 60%- ზე ნაკლებია 14 პროექტის შემთხვევაში.

მოხსენების თანახმად, 14 საინვესტიციო პროექტზე 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო ჯამურად 125.4 მლნ ლარის ათვისება, საიდანაც 8 თვეში ათვისებულია მხოლოდ 20%, შესაბამისად,104 მლნ ლარი აუთვისებელი დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system