თავში

რა ქმნის საფრთხეს საპენსიო რეფორმისთვის საქართველოში

რა ქმნის საფრთხეს საპენსიო რეფორმისთვის საქართველოში
რა ქმნის საფრთხეს საპენსიო რეფორმისთვის საქართველოში

ეროვნული ბანკის პროგნოზს, რომ 2029 წელს საპენსიო დანაზოგები მშპ-ს 11%-ს გაუტოლდება, სპეციალისტები საეჭვოდ მიიჩნევენ. პირველ რიგში, ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორად ლარის დევალვაცია სახელდება. როგორც report.ge-თან ფინანსური ბაზრის მკვლევარმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა განმარტა, სებ-ის პროგნოზი რეალობისგან აცდენილია, რადგან ამ შემთხვევაში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული სავალუტო რისკი და მისი მართვის მექანიზმები.

გარდა ამისა, ხომიზურაშვილის შეფასებით, სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სისტემა რეალურად ვერ ამართლებს, რის არგუმენტადაც იგი რამდენიმე ისეთ ფაქტორს მიიჩნევს, რაც ქართული ეკონომიკისთვისაც დიდი დაბრკოლებაა.

,,პროგნოზი რთულია, როცა ეროვნული ვალუტის დევალვაციის მასშტაბი წინასწარ უცნობია. პრობლემაა ასევე დასაქმების დაბალი დონე, რადგან დასაქმებულების დაახლოებით  40% პირობითად თვითდასაქმებულია, აქედან 30% რეალურად უმუშევარია და ასეთ პირობებში საპენსიო რეგორმის განხორციელება აბსოლუტურად ზედმეტია. მოვლენებს რეალურად გადაუსწრეს. მეორეც, საქართველოში არ არის ალტერნატიული დაბანდების მიმართულებები და ნებისმიერი ფონდი, საპენსიო თუ საინვესტიციო, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ამ დროს უცხოეთში საპენსიო ფონდებს გააჩნია დაბანდების მრავალმხრივი საშუალება. ჩვენთან ეს სერიოზული პრობლემაა, ამიტომ მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმა აბოსლუტურად თითიდან გამოწოვილი ინიციატივა იყო", - აცხადებს ხომიზურაშვილი.

ფინანსისტი ასევე აღნიშნავს, რომ საპენსიო ფონდში თანხის შეტანას დამსაქმებლების დიდი ნაწილი დასაქმებულების ხარჯზე ახდენს, რაც მიზერული შრომის ანაზღაურებაში გამოიხატება და საბოლოოდ ისევ რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან.

,,ჩვენთან დომინირებს დამსაქმებელი და არა სამსახურის მაძიებელი, რეალურად ასეა - დასაქმების მსურველი ბევრია, მაგრამ სამუშაო ადგილი პრაქტიკულად ძალიან ცოტაა. ამ შემთხვევაში თვითონ დამსაქმებელი  საპენიო ფონდში შესატანს, პრაქტიკულად აკისრებს დასაქმებულს დაბალი ხელფასის პირობით და ამით ახდენს კომპენსაციას. აქედან გამომდინარე, მთელი გადასახადი საპენსიო ფონდში დასაქმებულის ხარჯზეა. ჩემი აზრით, საპენსიო რეფორმა საქართველოში ნაადრევი იყო, პრიორიტეტებს უნდა წარმოედგენდეს არა საპენსიო რეფორმა, არამედ ის ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას რეალურ სექტორში და სამუშაო ადგილების ზრდას. არაფრისმომცემ ინიციატივებში კი ძვირფასი დრო და რესურსი იხარჯება", - განმარტავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, 2019 წლის ბოლოსათვის დაგროვებითი საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 1.03 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system