თავში

რა ქონება დაისაკუთრა მიკროსაფინანსო სექტორმა

რა ქონება დაისაკუთრა მიკროსაფინანსო სექტორმა
რა ქონება დაისაკუთრა მიკროსაფინანსო სექტორმა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 9,713 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს, შარშან ანალოგიურ პერიოდში მათ 20, 695 მლნ ლარის.

ფიანანსიტების განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობა ბოლო ერთი წელია თითქმის შეუძლებელი გახადა ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან დაწესებულმა რეგულაციებმა. როგორც თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მომაკვდინებელი დარტყმა სექტორისთვის საზედამხედველო კაპიტალის ზრდა აღმოჩნდა, სერიოზული პრობლემა გააჩინა ასევე ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებამაც.

შედეგად, ბოლო ერთ წელიწადში 19 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გამოეთიშა ბაზარს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო პერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 50-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინიტრმა, გიორგი გახარიამ, ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს, ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სექტორისთვის ამოქმედებული რეგულაციების გადახედვა დაავალა. მაშინ ექსპერტების დიდმა ნაწილმა ამ რეგულაციების შერბილებაც დააანონსა. შეეხება თუ არა ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც, ჯერ უცნობია. 

მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო სექტორი კრიზისის ნიშნებზე საუბრობს, ბოლო ერთ წელში გაზრდილია მათი ნაღდი ფულადი აქტივების მოცულობა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მესამე კვარტალში ნაღდი ფულადი აქტივების მოცულობა 57 440 მლნ ლარი იყო, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 63, 843 მლნ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system