თავში

რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი

რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი
რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი

BLOOMBERG-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მიმდინარე 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება 525 მილიონი დოლარით გაიზარდა.

მილიარდერთა რეიტინგში 500-ს მილიარდერს შორის ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით 371-ე ადგილს იკავებს. 

მისი ქონება ამჟამად 5,52 მლრდ დოლარს შეადგენს. წინა წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4, 95 მლრდ დოლარი იყო. 

ამ სიაში ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი მილარდერია საქართველოდან.

BLOOMBERG-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი იყო 2013 წელს და 6,40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, მილიარდერთა ათეულში 8 ამერიკელია, ერთი - ფრანგი და ერთი - ესპანელი.

მილიარდერთა ხუთეულში ჯეფ ბეზოსი, ბილ გეიტსი, ბერნარ არნო, ვარენ ბაფეტი და მარკ ცუკერბერგი არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system