თავში

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ლადო კახაძე

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ლადო კახაძე
რა ქონებას ფლობს დეპუტატი ლადო კახაძე

საქართველოში მოქმედი კანონი თანამდებობის პირებს ავალდებულებს შეავსონ ქონების დეკლარაციები. report.ge დაინტერესდა, რა ქონების მფლობელია დეპუტატი ლადო კახაძე. აღმოჩნდა, რომ მას ქონებრივი დეკლარაცია განახლებული აქვს გასული წლის  7 ივლისს. 

ვლადიმერ (ლადო) კახაძე (დაბადებული 1953 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ექიმი და პოლიტიკოსია. იიგი იყო თბილისის პირველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე 1998-2002 წლებში, ხოლო საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

მისივე შევსებული დეკლარაციით, დეპუტატი უძრავ ქონებას არ ფლობს, თუმცა მისი მეუღლის, რუსუდან ორჯონიკიძის, სახელზე ფიქსირდება სურამში 1991 წელს 10000 მანეთად შეძენილი 11, 480 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი. ამავე წელს მას 60000 მანეთად შეძენილი აქვს 11, 126,1 კვ.მეტრის საცხოვრებელი სახლი. თბილისში, წყნეთში 2017 წელს დეპუტატის მეუღლეს 19000 ათას ლარად ნაყიდი აქვს 37,2 კვ.მეტრის ბინა. რუსუდან ორჯონიკიძეს  2011 წელს მემკვიდრეობით მიღებული აქვს 281 კვ.მეტრის ფარტის სახლი სურამში, რომლის მხოლოდ 033%-ის მფლობელია კახაძის მეუღლე. 

რაც შეეხება, მოძრავ ქონებას, ლადო კახაძის სახელზეა 2004 წელს 11 ათას დოლარად ნაყიდი 1995 წელს გამოშვებული მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი, ხოლო 2006 წელს გამოშვებული ავტომისაბმელი დეპუტატს 2018 წელს აჩუქეს. 

ლადო კახაძე და მისი მეუღლე ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ. 

დეპუტატს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე შენახული აქვს 150 000 ლარი. ამავე ბანკის სახელფასო ბარატზე მას აქვს 5900 ლარი, "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ბარატზე ერიცხება 7530 ლარი. ამავე ბანკში მისი მეუღლე რუსუდან ორჯონიკიძეს სახელფასო ბარათზე აქვს 12000 ლარი.

ისინი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობენ. 

2019 წელს ლადო კახაძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე შპს" ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას", შპს "აქსა მედიქალის", შპს "ჩიჩუების სამედიცინო ცენტრის" და "მზერას", ასევე შპს "კლინიკ ფემილის" ექიმი რადიოლოგი. აქ მუშაობის სანაცვლოდ კახაძეს 2019 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 45 771 ლარის ხელფასი. დეპუტატის მეუღლე, რუსუდან ორჯონიკიძე, დროის ამავე მონაკვეთში მუშაობდა ექიმ რადიოლოგად ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერაში", რომლის სანაცვლოდ მას მთელი 2019 წლის განმავლობაში აღებული აქვს 21 039 ლარის ხელფასი.

სულ ესაა ის ქონება, რომელსაც ლადო კახაზე მისივე შევსებული დეკლარაციით ფლობს. 

ცნობისთვის, მან 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნაალო ფაკულტეტი. 1978-1979 წლებში იყო ექიმი-ინტერნი; 1979-1982 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრების კლინიკური ორდინატორი; 1982-1987 წლებში სტუდენტთა საკონსტრუქტორო სამეცნიერო-კვლევითი ბიუროს უფროსი ლაბორანტი. 1987-1992 წლებში საქართველოს დიაგნოსტიკის ცენტრის ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი; 1993-1998 წლებში შპს სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნატოს" პრეზიდენტი.

1998-2002 წლებში გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან, თუმცა არჩევის შემდეგ მალევე დატოვა პარტია.

2002-2006 წლებში სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნატის" კონსულტანტი; 2012 წლიდან კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია"-ს ექიმი ექოსკოპისტი; 2015 წლიდან კლინიკა „აქსა მედიქალის" ექიმი რადიოლოგი. ეკუთვნის 1 საავტორო უფლება. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ 60 000 ლარი შესწირა და ამავე პარტიის სახელით კენჭი იყარა მთაწმინდის ოლქში, სადაც მხოლოდ 618 ხმა მიიღო.

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევისა და მის მიერ მთაწმინდის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, 2019 წლის 25 მარტს ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად წარადგინა. ლადო კახაძის წარდგენისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლადო კახაძე „განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოირჩევა“. პირველ ტურში მან ხმათა 41,01%, ხოლო მეორეში 61,83% მიიღო.

ლადო კახაძე მთაწმინდის ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში მეორე ტურში გადავიდა, სადაც მიიღო 10 738 ხმა, რითაც ამომრჩეველთა 61,83%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system