თავში

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები მთავრობის დახმარების მისაღებად

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები მთავრობის დახმარების მისაღებად

დღეს სოფლის მეურნეობის მინისტმა ლევან დავითაშვილმა ფერმერების მხარდამჭერი პაკეტის წარდგენისას განმარტა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები იმისთვის, რომ მთავრობის დახმარება მიიღონ.

ფერმერები, რომლებიც ფლობენ და რეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში 0.25 ჰექტრიდან 10 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მიიღებენ იმ სუბსიდიას, რომელზეც გვქონდა საუბარი პრეზენტაციაში, ეს არის ჰექტარზე 200 ლარის შეღავათი და პროპორციულად მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რა ნაკვეთს ფლობენ. ასევე, ფერმერები, რომლებიც ფლობენ 0.25 ჰექტრიდან ზემოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს და რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, ისინი მიიღებენ შეღავათს დიზელზე, ანუ შეთავათიანი პირობებითა და ფასით მიიღებენ დიზელს, რომელზეც დეტალური პრეზენტაცია ამ კვირის განმავლობაში გვექნება, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც მინიმუმ 50 თეთრზე მეტით განსხვავდება არაბრენდირებული საწვავის მიმწოდებელი დისტრიბუტორებისგან, მაგრამ საბითუმო ფასებთან შედარებით, საბითუმო შეძენის შემთხვევაში თითქმის ლარით არის სხვაობა საწვავის გასამართ პუნქტებთან მიმართებაში. აქ არის 150 ლიტრის კვოტა, აქ უკვე ფერმერები მიიღებენ მაქსიმუმ 15 000 ლიტრს 100 ჰექტრის ოდენობით, თუმცა ის ფერმერები, რომლებიც ფლობენ 200, 300, 400 ან უფრო მეტ ნაკვეთსაც, ისინი მაინც სარგებლობენ 100 ჰექტრის შეთავათით“, - განმარტა მინისტრმა.

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. ამაზე მთავრობა კომპანიებს გაურიგდა და რამდენიმე წელი ისინი გლეხებს იაფ დიზელს შესთავაზებენ.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system