თავში

რა ლოგიკით წყდება შეზღუდვების მოხსნა-გამკაცრების საკითხი

რა ლოგიკით წყდება შეზღუდვების მოხსნა-გამკაცრების საკითხი
რა ლოგიკით წყდება შეზღუდვების მოხსნა-გამკაცრების საკითხი

დღეს ეპიდემიოლოგებმა, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდი და ბიზნესმა რეგულაციების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობა განიხილეს. შეხვედრაზე ბიზნესს ის ლოგიკა აუხსნეს, რომლითაც საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, 

"ვისაუბრეთ იმ შემსუბუქებაზე, რაც უკვე სახეზეა აჭარაში, სადაც 1-ელი თებერვლიდან სარესტორნო ღია სივრცეები იწყებს ფუნქციონირებას, იხსნება სკოლები. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები იხსნება და ესაა საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები. ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მივდივართ. გვესმის, რომ ეს ლოგიკა შეიძლება კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც ძალიან გასაჭირში არიან, სეზონი პრაქტიკულად იკარგება, მაგრამ ისიც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არ გახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა. რეგიონ-რეგიონ წავალთ, ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ეტაპობრივად დავამატოთ სხვა დარგების გახსნა. ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული“,-აღნიშნა ნათია თურნავამ ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ეკონომიკურ გუნდთან ერთად ესწრებოდა ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე, მათ დაასახელეს კონკრეტული კრიტერიუმები და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ეგრეთ წოდებული დადებითობის მაჩვენებელია. 

ნათია თურნავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ტუროპერატორებთანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system