თავში

რა ლოგისტიკური პრობლემებია ლარსზე

რა ლოგისტიკური პრობლემებია ლარსზე
რა ლოგისტიკური პრობლემებია ლარსზე

გადამზიდავების ინფორმაციით ქართული მხარე თვითოულ ავტოტრანსორტის მომსახურებას ანდომებს 15 წუთს, რუსეთის მხარე 3 საათს.

ამის შესახებ აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხორბლის ლოგისტიკის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს რუსეთსა სომხეთს შორის საავტომობილო გადზიდვების მოცულობა ლარსის გამშვები პუნქტის გავლით 2016 წელთან შედარებით 60% ით გაიზარდა და 1 მლნ ტონა შეადგინა.

ამჟამად, ყოველდღიურად საშუალოდ გამშვები პუნქტი ატარებს 2640 – 2800 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის 600 – 650 სატვირთო ავტომობილს, 2000 – 2100 მსუბუქ ავტომობილს, 40 – 50 ავტობუსს.

ლარსის გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა შეადგენს 400 ავტოსატრანსპორტო საშუალებას მათ შორის 170 სატვირთო ავტომობილს, 200 მსუბუქ ავტომობილს, 30 -ავტობუსს, საპროექტო გამტარუნარიანობასთან შედარებით, ატარებს 3.8 ჯერ მეტ სატვირთო ავტომობილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system