თავში

რა მდგომარეობაა "დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენებულ ბაღებში

რა მდგომარეობაა "დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენებულ ბაღებში
რა მდგომარეობაა დანერგე მომავლის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში გაშენებულ ხეხილის ბაღს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესტუმრა. მან ადგილობრივი ფერმერის მეურნეობა მოინახულა, რომელიც 2015 წელს გაშენდა. 8 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 72,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 49,000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 23,000 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს იგი პირველი მოსავლის სახით 30 ტონა ბალს ელოდება. ბაღში 32 ადგილობრივია დასაქმებული.

მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს. შიდა-ქართლის რეგიონში, სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2,400 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავალი ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნაში, ეტაპობრივად, პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system