თავში

რა მდგომარეობაა საქართველოს ტყეებში

რა მდგომარეობაა საქართველოს ტყეებში
რა მდგომარეობაა საქართველოს ტყეებში

სატყეო სფეროს სპეციალისეტის თემურ ვეკუას ინფორმაციით, საქართველოში ტყის საფარი ბოლო 25 წელიწადში დაახლოებით 30%-ით შემცირებული. 

ამის მიზეზად ვეკუა ტყის მოუვლელობას და ბოლო წლებში ხანძრების გახშირებას მიიჩნევს. ასეთ არასახარბიელო ფონზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ტყის ეროვნული აღრიცხვა განახლდეს, თემურ ვეკუა წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ ამით საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

,,სახელმწიფომ, როგორც ტყის რესურსის მფლობელმა,, ზედმიწევნით უნდა იცოდეს, სად რა არის და რა მადგომარეობაშია ეს უნიკალური რესურსი ქვეყანაში. ტყის აღრიცხვა მისი მოვლის და შენახვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ამ თვალსაზრისით კი, ცხადია, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ,  რადგან ტყეებში არსებულ ვითარებას ჯერჯერობით სხვა ვერაფერი გამოასწორებს.  ბოლო 25 წელიწადში ტყის საფარი საქართველოში დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავის დროზე უცხოელებზე ლიცენზიის გაცემაც გახდა. ეს ნიშნავს, რომ თუ ცოტა რამ გვქონდა, ისიც უცხოელებს მივეცით. გვიხარია, ინვესტიცია თუ შემოვა, მაგრამ მოვა რომელიმე კომპანია, ჩადებს 5 მილიონ დოლარს, წაიღებს 25 მლნ დოლარის მოგებას და 50 მილიონი დოლარის ზიანს მიაყენებს ჩვენს ბუნებას. ეს არის დანაშაული და ამ მხრივ სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან სცოდავდნენ, - აცხადებს ვეკუა.

სპეციალისტის ინფორმაციით, საქართველოს ტყეები სტრუქტურითა და რაოდენობით ყველაზე ახლოსაა ავსტრიულ ტყეებთან, იმ განსხვავებით, რომ ავსტრიაში ტყეები მაღალ დონეზეა დაცული და ამ დოვლათით ქვეყანა დიდ სარგებელს იღებს. 

,,ჩვენი ტყეები ავსტრიულს ყველაზე უკეთ მიესადაგება - რაოდენობრითაც უახლოვდება და კლიმატის თავისებურებითაც ამ ქვეყანასთან საკმაოდ ახლოს ვართ. საქართველოსა და ავსტრიაში ტყის მოცულობა დაახლოებით 8 მლნ კუბ/მ-ის ფარგლებშია, მაგრამ ჩვენ ტექნიკურად მხოლოდ 1 მლნ კუბ/მ-ს ვამუშავებთ და მოხმარებაში ვუშვებთ. ავსტრიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 5 მლნ კუბ/მ-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ტყის რესურსს ქვეყანა სათანადოდ ვერ იყენებს", - აცხადებს თემურ ვეკუა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები, ქვეყნის ოთხ რეგიონში მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ტყის მახასიათებლებზე მონაცემები 1078 კლასტერზე შეგროვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system