თავში

რა მიღწევებით იწონებს თავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი

რა მიღწევებით იწონებს თავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი
რა მიღწევებით იწონებს თავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილმა მაკროეკონომიკურმა და ფისკალურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკას საშუალება მისცა, რეგიონში განვითარებულ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობას გამკლავებოდა.
"ჩვენ გვაქვს წარმატებული შედეგი, რაც დადასტურებულია როგორც მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის გაუმჯობესებით, ასევე საკრედიტო რეიტინგებში წინსვლით: პროგრამის დაწყების დღიდან, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა ძირითადი ფისკალური მიზნების განსახორციელებლად და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ჯერ არ დასრულებულა, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, სამივე მთავარი მიზნის მიღწევა წარმატებით მოხერხდა. უპირველესად, მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 25,9%-დან შემცირდა 23.3%-მდე და კვლავაც განაგრძობს შემცირების ტენდენციას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად შევამცირეთ მთავრობის ზომა. მეორე მიღწევაა ის, რომ შევძელით მნიშვნელოვნად დაგვეჩქარებინა კაპიტალური ხარჯები. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად, ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა ეს კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ჩვენს ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან. მესამე მიღწევა გახლავთ დეფიციტის ნორმალიზაცია. მოგეხსენებათ, ჩვენი ფისკალური დეფიციტი სტაბილურად მშპ-ის 2.5%-ის ფარგლებშია. ეს არის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი არის ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტი," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system