თავში

რა მნიშვნელობა აქვს მიწის ანალიზს სოფლის მეურნეობისთვის

რა მნიშვნელობა აქვს მიწის ანალიზს სოფლის მეურნეობისთვის
რა მნიშვნელობა აქვს მიწის ანალიზს სოფლის მეურნეობისთვის

სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ აგრარული სექტორის განვითარება რეალურად შეუძლებელია, სანამ საქართველოს მასშტაბით მიწის სრული ანალიზი არ ჩატარდება.  აროშიძის შეფასებით, ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე, მოსავლიანობის ზრდასა და ზოგადად, მიწის ეფექტიანობის შესწავლაზე არის დამოკიდებული დარგის მიღწევები, ხოლო ჩამორჩენა იქნება ყოველთვის, სანამ არ ჩატარდება მიწის ანალიზი და არ დაიდება შედეგი, სად რა კულტურების გაშენება სჯობს და როგორი უნდა იყოს სტრატეგია, რითაც ფერმერები იხელმძღვანელებენ. 

,,ჩვენ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოები 1 ჰა-ზე 10-ჯერ მეტ პროდუქტს აწარმოებენ და შეიძლება მეტსაც, რადგან მიწის მიმართ მეცნიერული მიდგომით ხელმძღვანელობენ.  ჩვენთან ტრადიციული მეთოდებით მოჰყავთ მოსავალი და ფაქტობრივად არაფერი იცვლება. გლეხმა იცის ის, რაც პაპამ და პაპის პაპამ იცოდა. ტექნიკა შეიძლება გამოიყენებოდეს, მაგრამ სიღრმისეულად ვერ იყენებდეს, თუკი შესაბამისი ცოდნა არ ექნება. არა. ეს იმის ბრალია, რომ მიწის ანალიზი არ კეთდება. მაგალითად, სადაც თხილია დარგული, შესაძლოა, უკეთესი მოსავლიანობა ჰქონდეს სხვა პროდუქციას, სახელმწიფო პროგრამებიც არსებობს ამ მიმართულებით. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მჟავიანობა,  სასუქების მიცემის თანმიმდევრობა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოსავლიანობაზე. ვინც ამ წესს იცავს, შედეგიც მეტი აქვს, , ვინც ვერა - წუხს, რომ შემოსავალი არ აქვს. ქობულეთში იყო შემთხვევა, როცა თხილის მოსაყვანად ლიმონი გაჩეხეს, მაგრამ მისმა მოსავლიანობამ არ ივარგა. ასე მოხდა 90-იანი წლების დასაწყისში კახეთში - ვენახის ნაცვლად საზამთრო დათესეს, მაგრამ ვერ ივარგა. ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რა არის უკეთესი, არამედ სტრატეგიულად რა სჯობია, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი", - ამბობს აროშიძე. 

მეცნიერის შეფასებით, მიწის ანალიზი საქართველოს სოფლის მეურნეობას მაღალ შედეგზე გაიყვანს და მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხარდაჭერა, რადგან როგორც აროშიძე ამბობს, ეკოლოგიურად დაბინძურებულია ჰაერი, წყალი და ნიადაგი და კარგი მოსავლის მიღება დიდ შრომას მოითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system