თავში

რა მოგებაზე მუშაობს მესაქონლეობის ბიზნესი

რა მოგებაზე მუშაობს მესაქონლეობის ბიზნესი
რა მოგებაზე მუშაობს მესაქონლეობის ბიზნესი

"კარ.ჯის" დამფუძნებელი, ტარიელ ზივზივაძე, მეცვარეთა ოციაციის პრეზიდენტ, ბექა გონაშვილთან ერთად, მესაქონლეობის ბიზნესის კალკულაციას გვთავაზობს.

როგორც ზივზივაძე report.eg-ს უხსნის, მონაცემები მესაქონლეობის სფეროს ფერმერებთან თანამშრომლობით შეჯამდა.

სპეციალისტების განმარტებით, ახლად დაბადებული ხბო რომ გახდეს 80 კილო სჭირდება 3-4 თვე და მიახლოებით 300 ლარის რძე. ასეთი ხბოს საბაზრო ფასი უკვე 600 ლარამდე ადის. ფერმერს უღირს 80-100 კილომდე გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რძე აქვს და არ/ვერ ყიდის ან არ იყენებს იმ რძეს თვითონ. 

"მთლიანობაში აქ ზრდაში დამატებითი მოგება ვერ კეთდება. ანუ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს 1-2 კვირის 20-35 კილოიან ხბოს გაყიდი 300-350 ლარად თუ 3-4 თვის 80-100 კილოიან რძეზე გაზრდილ ბოჩოლას გაყიდი 600 ლარად. სხვაობას მაინც თვითონ იხდი რძეში (300 ლარის რძე სჭირდება). ცნობისთვის, ჩვენი, “ეროვნული”, ჯიშარეული, 20-35 კილოიანი, რომელიც ეხლა 300-350 ლარი ან მეტი ღირს," - ამბობს ზივზივაძე. 

მისივე განმარტებით, 80 კილოიანი ბოჩოლა რომ 140 კილო გახდეს, ფერმერს უჯდება 2-3 თვე და 1) მწყემსის ფასი 35 ლარი, 2) ვეტერინარული წამლების 15 ლარი, და 3) ტრანსპორტირება და სხვადასხვა ხარჯი 15 ლარი. ზრდა აქ მიიღწევა ძირითადად საძოვრის ხარჯზე, რომელიც შეიძლება იყოს სოფლის საძოვარი. ამ წონის საქონლის საბაზრო ფასი 800 ლარამდე ადის. 

"80-დან 140-მდე ზრდის შემთხვევაში გასაყიდი ფასნამატია საშუალოდ 200 ლარი (800-600), ხარჯი კი საშუალოდ 75 ლარი (35+15+15). ჯამში პლიუსია 125 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 80 კილოიან ხბოს თუ იყიდი, აიყვან 140 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 1,250 ლარი," - ამბობს ზივზივაძე.

მისივე თქმით, 140 კილოიანი ბოჩოლა რომ გახდეს 250 კილო, ფერმერს უჯდება 5-6 თვე და 1) მწყემსის 70 ლარი, 2) თივა 45 ლარი, 3) საძოვრის 25 ლარი, 4) ვეტერინარული წამლები 15 ლარი, 5) ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები 15 ლარი. ასეთი საქონლის საბაზრო ფასი ხდება 1250 ლარი. 

"140-დან 250-მდე ზრდის შემთხვევაში გასაყიდი ფასნამატია საშუალოდ 450 ლარი (1,250-800), ხარჯი კი 170 ლარი (70+45+25+15+15). ჯამში პლიუსია 280 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 140 კილოიან ბოჩოლას თუ იყიდი, აიყვან 250 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 2,800 ლარი," - განმარტავს "კარ.ჯის" დამფუძნებელი და დასძენს, რომ 250 კილოიანი საქონელი რომ აიყვანო 400-420 კილომდე, ამას სჭირდება 4 თვე და 1) სპეციალური საკვები 500 ლარის, 2) მომვლელის / პერსონალის ხარჯი 100 ლარი, 3) სხვადასხვა ხარჯები 20 ლარი. სუფთა ხორცი გამოვა 210-220 კილო და გაყიდის 2,500 ლარად. 

ზივზივაძის გათვლით, ამ შემთხვევაში 250-დან 420-მდე გასაყიდი ფასნამატია 1,250 ლარი (2,500-1,250), ხარჯი კი 620 ლარი (500+100+20). ჯამში პლიუსია 630 ლარი (1,250-620). ეს ნიშნავს იმას, რომ ათ 250 კილოიან ბოჩოლას თუ იყიდი, აიყვან 420 კილოზე თითოს და შემდეგ გაყიდი, ჯამში სუფთად დაგრჩება 6,300 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system