თავში

რა მოგებაზე მუშაობს სამედიცინო ბიზნესი საქართველოში

რა მოგებაზე მუშაობს სამედიცინო ბიზნესი საქართველოში
რა მოგებაზე მუშაობს სამედიცინო ბიზნესი საქართველოში

საკონსულტაციო კომპანია AGIC-მა სამედიცინო ბაზარი გამოიკვლია.

სპეციალისტებმა დაამუშვეს პირველი, მეორე და მესამე ზომით კატეგორიის 100 კომპანიაზე მეტი სამედიცინო დაწესებულების ფინანსური ანგარიშგება. აღმოჩნდა, რომ აქედან აუდირებული ანგარიშგებები გააჩნია მხოლოდ ოცდაცამეტ კომპანიას.

მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართულ კომპანიებს სამედიცინო ინდუსტრიაში გააჩნიათ საკმაოდ კარგი ფინანსური მაჩვენებლები. კერძოდ, მოგებამ კაპიტალზე (ROE) საშუალოდ შეადგინა 10%, რაც მაღალი ინდიკატორია იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო ინდუსტრია მაღალი კაპიტალური დანახარჯებით გამოირჩევა. 

მოგების მაჩვენებლებმა აქტივებზე (ROA) შეადგინა 15%, რაც, მკვლევარების შეფასებით, ასევე ეფექტური ინდიკატორია.  

26-მა კომპანიამ 2018 წელი ზარალით დასრულეს.

"საქართველოში სამედიცინო ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი იფუნქციონიროს მსოფლიოში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, აქედან გამომდინარე მატულობს საავადმყოფოების რაოდენობა, რაც დარგის მზარდ მიმზიდველობაზე მიუთითებს.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად იზრდება საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების რიცხვი, მათმა რაოდენობამ 271 ათასი შეადგინა 2018 წელს," - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამედიცინო ინდუსტრიის ლიკვიდურობის კოეფიციენტები არის საკმაოდ მაღალი. მიმდინარე ლიკიდურობის კოეფიციენტი შეადგენს 2.78-ს, (როდესაც ეს მაჩვენებელი 1-ზე მეტია ითვლება, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კარგია), ანალოგიურად მაღალია სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს 2.2-ს. ამ შემთხვევაშიც, როდესაც კოეფიციენტი 1-ზე მეტია ითვლება დამაკმაყოფილებლად.

ინდუსტრიას გააჩნია საკმაოდ მაღალი მომგებიანობის კოეფიციენტები. წლიური მოგება კაპიტალზე(ROE) შეადგენს 10%-ს, ასევე მაღალია უკუგების კოეფიციენტი აქტივებზე, (ROA) რაც 22%-ს აღწევს. უნდა აღინიშნოს მაღალი საოპერაციო მოგების მარჟის კოეფიციენტი, რომელიც 9,7%-ს შეადგენს და წარმოადგენს მაჩვენებელს, თუ რეალიზაციის რამდენი პროცენტი გარდაიქმნება კომპანიის საოპერაციო მოგებად.

ვალდებულებები შეფარდებული აქტივებთან კოეფიციენტი გვიჩვენებს, თუ რამდენად აფინანსებს კომპანია მის ოპერაციებს სესხით. საშუალო ინდუსტრიული მაჩვენებელი უტოლდება 0.47-ს, რაც მიუთითებს კაპიტალის სიმცირეზე სესხებთან მიმართებაში.

ასევე აღსანიშნავია სესხის პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს 35.12-ს და მეტყველებს იმაზე, რომ საშუალოდ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა მათი სესხების გასტუმრებასთან დაკავშირებით, რადგანაც მოგება დაბეგვრამდე ბევრად აღემატება გადასახდელი პროცენტის ხარჯს.

მარაგების ბრუნვის კოეფიციენტი უტოლდება 8.65-ს, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და მეტყველებს იმაზე, რომ კომპანიები ხშირად უწევთ მარაგების შევსება. ზოგადად, რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო მეტია გაყიდვების რაოდენობა და ნაკლებ დროს ატარებენ მარაგები საწყობში.

აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი ინდუსტრიაში უტოლდება 1.01-ს, რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო ეფექტურად ახერხებს კომპანია მისი აქტივების გამოყენებას გაყიდვების მოცულობასთან მიმართებაში. 1.01 კოეფიციენტი სამედიცინო სექტორის კაპიტალ ინტენსიური სპეციფიკის გათვალისწინებით მიუთითებს გაყიდვების საკმაოდ მაღალ რაოდენობაზე.

შეგახსენებთ, სამედიცინო ბაზრის მოკვლევა ჩატარებულია 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა საკონსულტაციო კომპანია AGIC-ის განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მედიცინაზე გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, გაზრდილია საავადმტოფოების, მედპერსონალის ოდენობა და, შესაბამისად, სფეროს მარგი ქმედების კოეფიციენტიც და მომგებიანობაც გაზრდილია.

შეგახსენებთ, საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, მომაკვდინებელ კორონავირუსს ებრძვის და ბრძოლის წინა ხაზზე სამედიცინო ბიზნესი, ჯანდაცვის სექტორი და მედპერსონალია. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემა შეუფერხებლად შეძლებს ერთი თვის განმავლობაში, დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას.

მისივე თქმით, კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება, რათა პიკურ პერიოდში სამედიცინო პერსონალი სრულად მობილიზებული და აღჭურვილი იყოს.

„პარალელურად, ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს. დამატებით შეგვიძლია საკარანტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system