თავში

რა მოლაპარაკებებს მართავს "ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ ბანკებთან

რა მოლაპარაკებებს მართავს ბანკებთან

„ბანკებთან მოლაპარაკებების ორი რაუნდი იყო და ჩვენ ჩართულები ვართ ძალიან აქტიურად. სურვილი გვაქვს, რომ ბანკებთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - ამის შესახებ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა დავით ჯავახაძემ განაცხადა.

როგორც ჯავახაძე განმარტავს, ამჟამად საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, ახალი ინვესტორის შერჩევისთვის გარკვეული ვადები განსაზღვრული არ არის.

„ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორს წლის ბოლომდე ვალდებულებების შესრულების ვადა გაუგრძელდა და მნიშვნელოვანი იქნება თუ დარჩენილ პერიოდში მოახერხებს ის კაპიტალის შევსებას, ასევე სასესხო დაფინანსების მოზიდვას და ბევრი რამ იმ პროგრესზე იქნება დამოკიდებული, რასაც ამ პერიოდში ინვესტორი მიაღწევს იგივე კაპიტალის შევსების კუთხით და სასესხო დაფინანსების კუთხით.

რაც შეეხება დედლაინებს, საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, კონკრეტულად ინვესტორის შერჩევის დედლაინი არ არის, თუმცა არის დედლაინი წლის ბოლომდე სასესხო დაფინანსების და კაპიტალის მოძიების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია ინვესტორის მოძიებასთან", - განმარტა ჯავახაძემ.

ცნობისთვის: როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Meridian-ი თავად ამბობს, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორობის შესაძლებლობა არ აქვს, რის გამოც საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება ითხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system