თავში

რა მოლოდინი აქვს ბიზნესს წელს

რა მოლოდინი აქვს ბიზნესს წელს
რა მოლოდინი აქვს ბიზნესს წელს

სავაჭრო პალატის ,,ბიზნეს კვლევების სახლის" კვლევის ,,საქართველო-მიმოხილვა და ბიზნეს მოლოდინები 2021’’ მიხედვით, წელს საქართველოს ბიზნეს სექტორის წამყვანი კომპანიების მოლოდინები შემდეგნაირად ნაწილდება: კომპანიების 22% თვლის, რომ ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო 44%-ის აზრით თითქმის უცვლელი დარჩება, დარჩენილი ნაწილი კი ეკონომიკის გაუარესებას მოელის. გამოკითხულთა უმეტესობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ დონეს მიაღწევს.

კვლევით დასტურდება, რომ გამოკითხული მსხვილი კომპანიების 78% 2021 წელს აპირებს ინვესტირებას, თუმცა უმეტესი მათგანი აქვე აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ტემპი ნაკლები იქნება. ასევე, გამოკითხულთა 44% აპირებს შემდეგი ხუთი წლის მანძილზე ინვესტიციების ზრდას 2015-2020 წლის დონესთან შედარებით.

წინასწარი პროგნოზით, 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიოში შემცირდა.

"საქართველოს წამყვანი უცხოური ინვესტორი კომპანიებიდან, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, 2021-2025 წლების პერიოდში ისინი კვლავ აპირებენ ინვესტირებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმეტესად მცირე და საშუალო სიდიდის საინვესტიციო პროექტებში განხორციელდება ($30 მლნ-მდე; $30-70 მლნ) ძირითადად ტურიზმის, უძრავი ქონების და წარმოების სექტორებში“, -განმარტებულია სავაჭრო პალატის ,,ბიზნეს კვლევების სახლის" კვლევაში.

საქართველოში წელს კომპანიები ინვესტიციების ზრდას გეგმავენ.  BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 51% აცხადებს, რომ 2021 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით გაიზრდება, კლებას კი გამოკითხულთა მხოლოდ 11% პროგნოზირებს,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system