თავში

რა მოლოდინი აქვთ მევენახეებს

რა მოლოდინი აქვთ მევენახეებს
რა მოლოდინი აქვთ მევენახეებს

მევენახეები მთავრობის მხარდაჭერას საკმარისად მიიჩნევენ იმისთვის, რომ წარმოების ზრდის ტემპს დაეტყოს და მოსახლეობას ხარჯი შეუმსუბუქდეს. კახეთის რეგიონში ახალი ვენახების გაშენების შესაძლებლობა ჯერ კიდევ დიდია, მაგრამ არის სოფლები, სადაც თავისუფალი მიწა რეალურად ვერ მოიძებნება. წინანდალელი ფერმერის ოთარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, სოფელში საძოვრების დეფიციტია იმის გამო, რომ ყურძენი მასიურადაა გაშენებული და უზარმაზარი სოფელი, ფაქტობრივად, საძოვრების გარეშე დარჩა.

რაც შეხება მთავრობის მხარდამჭერ პროგრამას, ოთარ ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ანტიკრიზისული გეგმა წელს ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემის შემსუბუქებას. 

,,მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჰქონდა თუ არა ამის შესაძლებლობა. ბევრი პრობლემა დაგროვდა, რის მოგვარებაც დამუკიდებლად ბევრს რეალურად არ შეეძლო. პირველ რიგში, სიძნელე ვენახის მოვლა-პატრონობის ხარჯს უკავშირდება. შხამ-ქიმიკატები მნიშვნელოვნად არის გაძვირებული. ჰექტარზე 200 ლარიანი დახმარება იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ვენახი, მინიმუმ, ორჯერ შევწამლოთ. დიდი  შეღავათი გაგვიწიეს დიზელთან დაკავშირებითაც. მთავარია, ამინდმაც შეგვიწყოს ხელი, სხვა დაბრკოლებას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ფასს, ალბათ, ესეც ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყდება და მოსავლის სარფიანად გაყიდვას მოვახერხებთ. რაც გვაქვს, კარგად უნდა მოვუაროთ, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს", - ამბობს წინანდალელი ფერმერი.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ სოფელზე ზრუნვისთვის შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით 300 მლნ ლარი მობილიზდა, რაც დაეხმარება ფერმერებს შეღავათიან ფასად შეიძინონ დიზელი, ფინანსური დახმარებით შეიძინონ სასუქები, მცენარეთა დაცვის და მოვლის საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები, შეღავათები შეეხება ხვნის სამუშაოების საფასურს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება 2012-2019 წელს, ასევე 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების საფასურს მთლიანად სახელმწიფო გადაიხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system