თავში

რა მოლოდინს აჩენს ბიუჯეტში ჩადებული კურსი

რა მოლოდინს აჩენს ბიუჯეტში ჩადებული კურსი
რა მოლოდინს აჩენს ბიუჯეტში ჩადებული კურსი

ბიუჯეტს სწორება მაღალ კურსზე აქვს. 2,98-იანი ნიშნულის ჩვენებით ლარის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო მეტად გამძაფრდება, რაც  ლარს გამყარების შანსს უსპობს. მართალია, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მითითებულია, რომ მასში 27 სექტემბრის მდგომარეობით არსებული კურსი ჩაიდო, მაგრამ თითქმის არ არის იმედი, რომ კორექტირებისას ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეიცვლება. 

2,98-იანი კურსით ბიუჯეტის პროექტში სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობაა გამოთვლილი. ბიუჯეტის პროექტით, მომავალი წლის ბოლოს ვალი 22.68 მილიარდ ლარს მიაღწევს.თავის დროზე, 2019 წლის ბიუჯეტში კურსი 2,70-ზე იყო დაგეგმილი, მაგრამ ნიშნულს ლარმა საკმაოდ დიდი ნახტომით გადააბიჯა და მან ვერ გაამართლა მოლოდინი, რაზეც ბიზნესს სწორება უნდა ჰქონოდა.

ფინანსისტების შეფასებით, 2020 წელს ლარი დოლართან მიმართებაში არა თუ დაფიქსირებულ ნიშნულთან ახლოს იქნება, შესაძლოა, 3-იან ნიშნულს გასცდეს.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ კურსი კიდევ გაუფასურდება, რის პარალელურადაც  ინფლაცია და საბიუჯეტო შემოსულობებიც გაიზრდება. 

,,სახელმწიფო ბიუჯეტში დაფიქსირებული კურსი ნაკარნახევია ეროვნული ბანკის მიერ, შესაბამისად, ის ელოდება კურსის შემდგომ ვარდნას და ეს გარდაუვალია. საბოლოოდ მსოალოდნელია, რომ გაიზრდება ინფლაცია და ბიუჯეტს ზრდა ექნება შემოსულობების ნაწილში . დიდხანს არ გაგრძელდება ეს პროცესი და უკვე მეორე კვარტლიდან შეიძლება ვითარება შეიცვალოს. თუმცა ტენდენცია აშკარად უარყოფითია. საგულისხმოა, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზი  კურსთან დაკავშირებით რეალურ დონეს ვერასდროს ეწეოდა, ყოველთვის არასწორ გათვლას აკეთებდა. ჩემი აზრით, 2,3-იან ნიშნული კურსის დაფიქსირება ბიუჯეტში გაცილებით რეალური იქნებოდა, ვინაიდან ლარი აუცილებლად გააგრძელებს ვარდნას", -განუცხადა  ელიავამ report.ge-ს. 

ერთადერთი აფქტორი, რამაც შეასძლოა მოლოდინებზე იმოქმედოს, ფინანსისტ გოჩა თუთბერიძის ვარაუდით, ინვესტიციებია, რა ნაწილშიც ქვეყენას დიდი პრობლემა აქვს.

,,ლარის მიმართ ნეგატიური მოლოდინი მომავალშიც იარსებებს. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ძალიან დაბალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლევა. დიდი პროექტების დაწყება, მხედველობაში ამქვს ანაკლიის პორტი, მდგომარეობას გააუმჯობესებს და შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. რაც შეეხება ეკონომიკურ პარამეტრებს, ექსპორტ-იმპორტი საკმაოდ კარგად შეიცვალა, დეფიციტი შემცირდა, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ ინვესტიციების კლება კურსის გამყარებას სერიოზულად უშლის ხელს. მთავრობა თუ შეძლებს, რომ პრობლემა მოაგვაროს, მაშინ სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორი კურსის გაუფასურების მიმართულებით არ იმუშავებს. დღეს საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა და ბიუჯეტში დაფიქსირებული კურსი რომც დაკორექტირდეს, მოლოდინი ეროვნული ვალუტის მიმართ მაინც ნეგატიური დარჩება", - ამბობს ფინანსისტი. 

ცნობისთის, ბიუჯეტის დოკუმენტში, ვალის გამოთვლისას, მითითებულია სხვა ვალუტების კურსებიც: 1 ევრო = 1.09 აშშ დოლარი; 1 SDR = 1.36 აშშ დოლარი; 10 ჩინური იუანი = 1.40 აშშ დოლარი; 100 იაპონური იენი = 0.93 აშშ დოლარი; 1 ქუვეითური დინარი = 3.2873 აშშ დოლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system