თავში

რა მოსწონს და რა შენიშვნები აქვს ბიზნესს "ახალ დღგ-სთან"

რა მოსწონს და რა შენიშვნები აქვს ბიზნესს "ახალ დღგ-სთან"
რა მოსწონს და რა შენიშვნები აქვს ბიზნესს ახალ დღგ-სთან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ოფისში დღეს საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, KPMG-ისმმართველი პარტნიორი კახა რუხაძე. 

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი; სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, მამუკა ბარათაშვილი; შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

სხდომაზე განხილული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობაში განხილვის ეტაპზეა და მზადდება საქართველოს პარლამენტში ინიცირებისთვის. 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა მომდევნო დებულებები: წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა განსახორციელებელი ან შესრულებული საგადასახადო ვალდებულებების შემთხვევებში, ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვა, ბანკების და საკრედიტო კავშირების მიერ რეზერვების შექმნა და სხვა.

„კანონპროექტი ძირითადად შედგება 2 ნაწილისაგან: ერთი მათგანი მოიცავს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ე.წ. „ახალ დღგ-სთან“დაკავშირებულ რეგულაციებს, რომელთა უმრავლესობა პოზიტიური ხასიათის მატარებელია, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ცვლილებები ძირითადად შეეხო გადასახადის ადმინისტრირების გამარტივების კუთხით იმ საკითხებს, რომელიც გარკვეულწილად შეიცავდა ხარვეზებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ სხდომაზე ჩვენს მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები სამომავლოდ ასახული იქნება პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტში“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system