თავში

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცალო სავაჭრო ცენტრებმა

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცალო სავაჭრო ცენტრებმა
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცალო სავაჭრო ცენტრებმა

შეზღუდვები ნელ-ნელა უქმდება და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა დაიწყო.

საცალო სავაჭრო დაწესებულებებს მაისის ბოლოდან მიეცემა მუშობის განახლების უფლება, რისთვისაც წინასწარ არის მოსამზადებელი სამუშოები ჩასატარებელი.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი აპოლონ სულუხია report.ge-ს განუმარტავს, რისი დაკმაყოფილება მოუწევთ საცალო ვაჭრობის ობიექტებს, რათა არ დაჯარიმდნენ და წარმატებით შეძლონ ოპერირება.

"პირველ რიგში უნდა დაამტკიცოთ „COVID-19 პანდემიის პირობებში თანამშრომელთა მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა“ და გააცნოთ უკლებლივ თქვენს ყველა თანამშრომელს

ასევე:

1.სალაროები უნდა აღიჭურვოს დამცავი გამჭვირვალე ჯებირით
2.განთავსდეს სტიკერები იატაკზე და თვალსაჩინო ადგილებში
3. განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშნები - მაღაზიების შემოსასვლელებში
4.ხელის სადეზინფექციო ხსნარები მაღაზიების შემოსასვლელებში,სალაროსთან, საწყობებში
5.დეზობარიერები - მაღაზიების, ოფისების და საწყობების შესასვლელებში
6.სველ წერტილებში გაეკრას ხელის დაბანვის წესები
7.დისტანციური თერმომეტრი - ფილიალებს და საწყობებს, ასევე ოფისს
8.პირბადეები - ყველა თანამშრომელს
9.სახის პლასტიკური საფარები - მათ ვისაც 2 მ-ზე ახლო დისტანციაზე მოუწევს ურთიერთობა სხვა პირთან (კონსულტანტები, მუშები, მოლარეები, თათბირებზე ოფისის თანამშრომლები)
10.თხევადი საპნები საპირფარეშოებში
11.ხელსახოცები (ერთჯერადი) საპირფარეშოებში და სასადილო ოთახებში
12.ნაგვის ურნები, რომელსაც თავი ეხურება და ფეხით იღება - საპირფარეშებში ან იქ, სადაც პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გამოცვლა ხდება
13.თერმოსკრინინგის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების
14.პირველადი დახმარების ნაკრები - თვალსაჩინო ადგილას ყველა ობიექტზე მ.შ. საწყობებში და ოფისში
15.ოფისში დასაქმებულების (შეკვეთები, ბუღალტერია, იურისტი, მარკეტინგი) მაქსიმალურად დისტანციურ მუშობაზე დატოვება, ან მორიგეობით მოსვლა ოთახში თანამშრომლების მინიმალური რაოდენობით)
16. რეკომენდაციები და ვალდებულებები მენეჯერებმა უნდა გააცნონ თანამშრომლებს,"
- განმარტავს შრომის ნისაფრთხოების სპეციალისტი.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი გუშინ ამოქმედდა. ნებადართული გახდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავისუფალი გადაადგილება და ტაქსების ოპერირება.

დაშვებულია ყველა ტიპის ონლაინვაჭრობა - როგორც საბითუმო, ისე საცალო.

გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრებიც

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system