თავში

რა მოცულობის ქონება დაისაკუთრეს ბანკებმა

რა მოცულობის ქონება დაისაკუთრეს ბანკებმა
რა მოცულობის ქონება დაისაკუთრეს ბანკებმა

საქართველოს ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაში” ნათქვამია, რომ 2019 წლის 8 თვეში კომერციულმა ბანკებმა 1.337.5 მილიონი ლარის ქონება მიითვისეს. სებ-ის მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება წინა წელს 175 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წელს ბანკებმა 2334 მლნ ლარის ღიირებულების ქონება დაისაკუთრეს, რაც წინა წლების მონაცემს აღემატება. კერძოდ, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა კომერციულ ბანკებში 2159 მლნ ლარი, ხოლო 2016 წელს 1693 მლნ ლარი შეადგინა. 

როგორც ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაში” ვკითხულობთ, 2019 წლის რვე თვეში კომერვციულმა ბანკებმა 225.4 მილიონი ლარის სესხები ჩამოწერეს. 2018 წელი კომერციული ბანკების მიერ ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 448.9 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 374.6 მლნ ლარს შეადგენდა, 2016 წელს კი 265.0 ლარით განისაზღვრა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ჩამოწერილი სესხის რაოდენობა 1 წელიწადში 74,3 ათასი ლარით არის გაზრდილი. 

რაც შეეხება ჩამოწერილი სესხების ამოღების მაჩვენებელს, 2019 წლის 8 თვეში კომერციულმა ბანკებმა საშუალოდ 132.4 მილიონი ლარის სეხები ამოიღეს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი  2017 წელს დაფიქსირდა. სებ-ის მონაცემით, მან აღნიშნულ პერიოდში 148.3 მლნ ლარი შეადგინა. 2018 წელს კი 112.5 მლნ ლარი იყო. 2016 წელს კი 136.5 მლნ ლარს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system