თავში

რა ნაწილში დაუჭერს მხარს მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკას

რა ნაწილში დაუჭერს მხარს მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკას
რა ნაწილში დაუჭერს მხარს მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკას

„მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად,“ – აღნიშნავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი კორონავირუსის ქართულ ეკონომიკაზე გავლენის ანალიზისას.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში მშპ-ის რეალური ზრდა მკვეთრად შემცირდება და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება.

ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ-ის დაახლოებით 2 პროცენტით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ისევე როგორც სოციალური ხარჯების ზრდით. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინოს“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მსოფლიო ბანკი განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება ექნება რამდენიმე ფაქტორს – სატრანსპორტო შეზღუდვები გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system