თავში

რა ნიშა უჭირავს საქართველოს გასტროტურიზმში

რა ნიშა უჭირავს საქართველოს გასტროტურიზმში
რა ნიშა უჭირავს საქართველოს გასტროტურიზმში

"უცხოელი ტურისტების მოზიდვაში ე.წ. გასტრონომიული ტურიზმის მიმართულება დიდ როლს თამაშობს, ამიტომ ქართულმა კულინარიამ მსოფლიოს გატსრონომიულ ტენდენციებს ფეხი სწრაფად უნდა აუწყოს," - ამის შესახებ  გასტრონომიული ჩემპიონატის „ბოკუს დორის“ [ Bocuse D’Or] ქართული წარმომადგენლობის „ბოკუს დორ ჯორჯიას“ [ Bocuse D’Or Georgia] პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა. 

მისი მოსაზრებით, Bocuse D’Or -ის ოჯახში გაწევრიანება ქართულ სამზარეულოს ახალ პერსპექტივას უხსნის. ერთ-ერთი პირველი, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტებს იზიდავს, ადგილობრივი სამზარეულოა. ამიტომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ქართული სამზარეულოს ცნობადობის ზრდას ხელს უნდა უწყობდეს.

„ქართული სამზარეულოს განვითარების ახალი ეპოქა დაიწყო, რადგან ნელ-ნელა შევდივართ მსოფლიოს დიდ ოჯახში, სადაც ქართულ კულინარიას და გასტრონომიას უფრო კარგად გაიცნობენ. ჩემი აზრით, ქართულ სამზარეულოს და ზოგადად გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენცია გააჩნია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ Bocuse D’Or -ის დიდ ოჯახში გავწევრიანებულიყავით, რათა ნელ-ნელა გავიზარდოთ ჩვენც, ქვეყანაც და ამ კუთხით მსოფლიო აღიარებაც მოვიპოვოთ.ღვინო მეტ-ნაკლებად მთელმა მსოფლიომ კარგად გაიცნო და იცის, რომ ღვინის აკვანი ვართ. თუ ღვინო 8000 წელი არსებობდა – ე.ი. საჭმელიც არსებობდა. ამიტომ გასტრონომიაც 8 000 წელს ითვლის, რადგან ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორი ინტენსიურად უნდა ჩაერთოს ამ კუთხით, რადგან ქვეყნას განვითარება სჭირდება და მათი ხელშეწყობით ეს პროცესი უფრო დაჩქარდება და უფრო სწრაფად წავალთ იქით, საითაც მსოფლიო მიდის. მაგრამ ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ. უნდა იყოს ბევრი კარგი ტრადიციული რესტორანი და ასევე უნდა იყოს სხვა – 21-ე საუკუნის შესაფერისიც," - განაცხადა Bocuse D’Or Georgia-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული სამზარეულოს პოპულარობა საერთაშორისო მასშტაბით იმდენად გაიზარდა, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ ჩემპიონატზე Bocuse D’Or -ზე დაიშვა. ქვეყანა 2020 წლის კონკურსზე პირველად მიიღებს მონაწილეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system