თავში

რა ნიშნულზეა საქართველოს ელექტროგენერაცია

რა ნიშნულზეა საქართველოს ელექტროგენერაცია
რა ნიშნულზეა საქართველოს ელექტროგენერაცია

ენერგო რესურსებზე მოთხოვნა შემცირებულია. 

ამის შესახებ აღნიშნულია GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში ჰიდროგენერაცია წლიურად 8.8%-ით შემცირდა, ძირითადად რეგულირებული ელექტროსადგურების ხარჯზე. 

დაკლებულია თბოსადგურების გენერაციაც (-10.7% წ/წ). ჯამურად მოხმარების 87.8% დაკმაყოფილდა ადგილობრივი რესურსით, ხოლო 12.2% იმპორტით. მოხმარების შემცირების გავლენა გენერაციის დინამიკაზე საგრძნობი ძირითადად 2020 წლის მეორე კვარტალში იყო, განსაკუთრებით მაისისა და ივნისის თვეებში.

ჰიდროსადგურების ერთადერთი ჯგუფი, სადაც გენერაცია 2020 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა დერეგულირებული სადგურებია (+18.7% წ/წ), ხოლო ენგურ-ვარდნილის და სხვა რეგულირებული სადგურების გენერაცია წლიურად, შესაბამისად, 29.1% და 5.4%-ით შემცირდა. დერეგულირებული სადგურების ჯგუფში უმეტესად ბუნებრივ მოდინებაზე მომუშავე ჰესები შედის, რომლებსაც არ აქვთ რეგულირების საშუალება და არ შეუძლიათ ენგურის მსგავსად წყლის რესურსის შენახვა და გამომუშავების სეზონური რეგულაცია. გარდა ამისა, დერეგულირებული სადგურების ჯგუფს 2020 წლის აპრილში დაემატა შუახევი ჰესი, რომელმაც 2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიაზე ჯამური მოთხოვნის 3.5% დააკმაყოფილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system