თავში

რა პერსპექტივა აქვს ქართული ევრობონდების გამოშვებას

რა პერსპექტივა აქვს ქართული ევრობონდების გამოშვებას
რა პერსპექტივა აქვს ქართული ევრობონდების გამოშვებას

ახალი ქართული ევრობონდების პერსპექტივა, რომლის გამოშვებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა საპროცენტო განაკვეთებში დაიხარჯები იგი და ხარჯვის როგორი ეფექტიანობა ექნება. ამის შესახებ report.ge-თან ფინანსური ბაზრის მკვლევარმა, პროფესორმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია ახალი ევრობონდებით მოხდეს ძველი ვალდებულებების დაფარვა, რაც აპრობირებული მეთოდია.

,,გააჩნია, რა საპროცენტო განაკვეთებში იქნება ახალი ქართული ევრობონდები  და რამდენად ეფექტიანად იქნება დახარჯული. ამ ფაქტორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პრინციპში, ევრობონდები, ეს  აპრობირებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, რომლის რეფინანსირებაც შემდეგში მოხდება, მაგრამ ისევ და ისევ გასათვალისწინებელია, რა საპროცენტო განაკვეთში განთავსდება, რაც მაღალი საპროცენტო განაკვეთი იქნება,  თავისთავად მეტი მოთხოვნა გაჩნდება და უფრო მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. დეფიციტის რადიკალური შემცირება, რაზეც  მთავრობა აქცენტს აკეთებს, სინამდვილეში ძნელად მიღწევადია. ვეჭვობ, რომ 2022 წლიდან რადიკალურად დაიწყება დეფიციტის რადიკალური შემცირება და ქვეყანა ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, 2%-ის ფარგლებში. ამით მთავრობა აქცენტს აკეთებს  იმაზე, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ ზრდის ტემპი არ შეესაბამება იმ ნორმას, რაც უნდა იყოს. თავისთავად, ვალის დაფარვლა იქნება რთული, ყველაფერი ეკონომიკურ ზრდაზე უნდა იყოს მიბმული", - ამბობს ხომიზურაშვილი.

მეცნიერის შფასებით, ერთია, რომ ძველი ვალის გადაფარვა მოხდება ახალი ევრობოდნების გამოშვებით, მაგრამ ამავე დროს ისიც შეიძლება, ნაწილობრივ მოხდეს  გადაფარვა და ნაწილობრივი თანხების გამოყენება გახდეს საჭირო. ,,გარკვეული რესურსი სჭირდება ქვეყანას და ორიენტირებული უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ძველი ვალის გადახდაზე, არამედ ახლის მოზიდვაზეც,  დიდი მნიშვნელობა აქვს, სად დაიხარჯება, ამ თანხის გამოყენება რა მიმართულებით იქნება შესაძლებელი", - დასძენს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვის მიზნით, ახალი ევრობონდის გამოშვებისთვის ემზადება.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა,  2011 წელს, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილი. მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის, საჭიროა მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system